ვერნერ ფონ ფრიჩი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვერნერ ბარონი ფონ ფრიჩი

ბარონი ვერნერ ფონ ფრიჩი (გერმ. Werner Freiherr von Fritsch; დ. 4 აგვისტო, 1880, ბენრათი, გერმანია — გ. 22 სექტემბერი, 1939, ვარშავა, პოლონეთი) — გერმანელი სამხედრო მოღვაწე, გერმანიის საიმპერატორო კარის, რაიხსვერის და ვერმახტის ოფიცერი, გენერალ-პოლკოვნიკი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

  • 1898 — ბარონი ფონ ფრიჩი შევიდა პრუსიულ საარტილერიო პოლკში.
  • 1913 — გადაყვანილ იქნა დიდ გენერალურ შტაბში.
  • 1919 — ომის დამტავრების შემდეგ შევიდა ახლად დაარსებულ რაიხსვერში და მსახურობდა რაიხსვერის მთავარსარდალ ჰანს ფონ ზეექტთან. მონაწილეობას იღებს არმიის ახლად ჩამოყალიბების საქმეში.
  • 1927 — ვერნერ ფონ ფრიჩი დაინიშნა შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.
  • 1932 — დაინიშნა „III სამხედრო ოლქის“ (ბერლინი) მთავარსარდლად.
  • 1934 — მიენიჭა გენერლის სამხედრო წოდება და პაულ ფონ ჰინდენბურგმა იგი სახმელეთო ჯარების უფროსად დანიშნა. ფრიჩი ხელმძღვანელობდა არმიის შეიარაღების და მოდერნიზების საქმიანობას.
  • 1937 — 5 ნოემბერი: ადოლფ ჰიტლერის მიერ შემოთავაზებულ სამხედრო გეგმას ბარონი ფონ ფრიჩი და ვერმახტის გენერლები კრიტიკით შეხვდნენ. ეს იყო პროფესიონალური კრიტიკა.