ერვინ რომელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ერვინ იოჰანეს ოიგენ რომელი
ერვინ რომელი
15.11.1891 - 14.10.1944
Bundesarchiv Bild 146-1973-012-43, Erwin Rommel.jpg
მეტსახელი უდაბნოს მელა
დაბ. ადგილი ჰაიდენჰაიმი, ვიურტემბერგის სამეფო, გერმანიის იმპერია
გარდ. ადგილი ჰერლინგენი, გერმანია
კუთვნილება გერმანიის იმპერიის დროშა გერმანიის იმპერია (1918)
გერმანიის დროშა ვაიმარის რესპუბლიკა (1933)
ნაცისტური გერმანიის დროშა მესამე რაიხი
ჯარის სახეობა სახმელეთო ჯარები
მოღვაწეობა 1911 -1944
წოდება გენერალ-ფელდმარშალი
მეთაურობდა VII სატანკო დივიზია
აფრიკა კორპსი
აფრიკის სატანკო არმია
არმიათა ჯგუფი "ბ"
ბრძოლები/ომები პირველი მსოფლიო ომი

მეორე მსოფლიო ომი

ჯილდოები

პურ-ლე-მერიტი
რკინის ჯვრის რაინდის ჯვარი, მუხის ფოთოლით, ხმლებით და ბრილიანტებით
სამხედრო მამაცობის ჯვარი (ავსტრია-უნგრეთი)

კავშირი მანფრედ რომელი

ერვინ ოიგენ იოჰანეს რომელი (გერმ. Erwin Eugen Johannes Rommel) (დ. 15 ნოემბერი 1891, ჰაიდენჰეიმი, გერმანია — გ. 14 ოქტომბერი 1944, ჰერლინგენი, გერმანია) — გერმანელი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი, გერმანიის არმიის მთავარსარდალი ჩრ. აფრიკაში მეორე მსოფლიო ომის დროს. ბრიტანელების მიერ "უდაბნოს მელად" (ინგლ. Desert Fox) წოდებული.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ადრეული წლები და სამხედრო კარიერის დასაწყისი[რედაქტირება]

ჰაიდენჰაიმი

ერვინ რომელი დაიბადა 1891 წლის 15 ნოემბერს ქალაქ ჰაიდენჰაიმში ევანგელისტი პროფესორის ერვინ რომელისა და მისი მეუღლის ჰელენე ლუცის ოჯახში. ის ოჯახის მეორე შვილი იყო და იმავე წლის 17 ნოემბერს მოინათლა. ერვინს ჰყავდა 2 ძმა, გერჰარდი და კარლი და 1 და, ჰელენე. რომელს სურდა ავიიაციის ინჟინერი გამოსულიყო, მაგრამ საბოლოოდ მამის დაჟინებით ოფიცრის კარიერა აირჩია. მან გიმნაზია შვებიშ გმიუნდში დაამთავრა და არმიაში დაიწყო მსახური. იგი ჩაირიცხა კადეტად მეფე ვილჰელმ I-ის №124 ინფანტერიის პოლკში ქალაქ ვაინგარტენში.

1911 წლის მარტში რომელმა ქალაქ დანციგში სამხედრო სკოლის კადეტთა საღამოზე გაიცნო ლუცია მარია მოლინი, რომელზეც მოგვიანებით 1916 წელს იქორწინა. თუმც მანამდე იმავე საღამოს მას შეუყვარდა ვალბურგა შტემერი, რომელთანაც შეეძინა ქალიშვილი, გერტრუდა. ბავშვს რომელი, რაკი უკანონოდ იყო დაბადებული, თავის შვილად არ აღიარებდა და მესამე რაიხის პერიოდში ძმისშვილად ასაღებდა. თავის მეუღლესთან, ლუცია მოლინთან ერვინ რომელს 1928 წელს შეეძინა ვაჟი მანფრედ რომელი.

მოგვიანებით ნსდაპ-ის პროპაგანდამ გაავრცელა ისტორია თითქოს რომელი უბრალო ხელოსნის ვაჟი იყო, რომელიც პარტიაში ერთი-ერთი პირველი შევიდა. ამით პროპაგანდა მას, როგორც სამაგალითო წევრს ასაღებდა. რომელი თვითონ ყველა ხერხით ებრძოდა და ეწინააღმდეგებოდა მისი ბიოგრაფიის ასეთ დამახინჯებას.

აფრიკის კამპანიაში ჩართვა[რედაქტირება]

1941 წლის ზამთარში აფრიკის ფრონტზე იტალიელების კატასტროფული მარცხის შემდეგ, მუსოლინიმ ჰიტლერს ლიბიაში ინგლისელების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვა. თავდაპირველად გერმანული ჯარების მეთაურად ერიკ მანშტაინსა და გენერალ ბარონ ფონ ფუნკს ასახელებდნენ, მაგრამ ფიურერმა არჩევანი ერვინ რომელის სასარგებლოდ გააკეთა. 1941 წლის იანვარში ჰიტლერმა თავად მიანიჭა ერვინს გენერალ-ლეიტენანტის წოდება და აფრიკაში გამგზავრება უბრძანა. 1941 წლის 12 თებერვალს მან პირველად დადგა ფეხი აფრიკის მიწაზე. მან თავიდანვე დაიწყო მატყუარა მანევრების ჩატარება რითიც აბნევდა ინგლისელ აგენტებს და ისინი ლონდონს გადასცემდნენ, რომ გერმანელებმა აფრიკაში უზარმაზარი ძალა გადაისროლეს, სინამდვილეში კი რომელმა უბრალოდ ბრძანა რამდენიმეჯერ გაეტარებინათ ტანკები ერთ ადგილას და ამ ფანდით მიზანსაც მიაღწია. ეს ერთერთი მაგალითია თუ რაოდენ მოხერხებული იყო ჰიტლერის რჩეული გენერალი. მან ასევე ბრძანა ფოლკსვაგენებზე დაემაგრებინათ ტანკების ხისგან გამოთლილი მაკეტები რითაც შიშის ზარს სცემდა მოწინააღმდეგეს, საქმე იქამდეც მივიდა რომ აფრიკაში მყოფ მოკავშირეების ჯარებში მეთაურობამ აკრძალა ერვინ რომელის სახელის ხსენება, რადგან მისი სახელის ხსენებაც კი ძალიან ზემოქმედებდა ჯარისკაცებზე.

პირველი გამარჯვება[რედაქტირება]

რომელს აფრიკაში იტალიური შენაერთები კატასტროფულ მდგომარეობაში დახვდა, ხოლო გერმანული კორპუსი კი ჯერ ფორმირების სტადიაში იყო ასე რომ მას მხოლოდ დაახლოებით 120 ტანკის და მეოთხე მსუბუქი დივიზიის იმედი უნდა ქონოდა. 1941 წლის მარტში მან დაიწყო ფართო მაშტაბიანი შეტევა. მოულოდნელობის ეფექტმა უდიდესი წარმატება მოუტანა და ინგლისური შენაერთები თითქმის ეგვიპტემდე გაყარა. ესე იგი რაც მოწინააღმდეგემ ორი თვის განმავლობაში მოიპოვა გერმანელმა გენერალმა ორ კვირაში დაიბრუნა. ”მტერთან შეტაკებისას არც ერთი წინასწარი გეგმა არ ამართლებს", - ეს იყო მისი დევიზი და იმპროვიზაციის იმედი ჰქონდა. გარკვევის საოცრად სწრაფი უნარით და ელვისებური რეაქციით გამოირჩეოდა.

სატანკო ჯარების მეთაურის წოდების მინიჭება[რედაქტირება]

1941 წელს აპრილში გენერალ-ლეიტენანტმა გადაწყვიტა ინგლისელების სამხედრო საზღვაო ბაზისთვის შეეტია, მაგრამ მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და იერიშის ყველა ცდა ჩაიშალა. იმავე წელს ინგლისელები კონტრშეტევაზე გადასვლას შეეცადნენ, მაგრამ ეს ბრძოლები მათთვის სავალალოდ დასრულდა, ტანკებისა და საბრძოლო ტექნიკის ნახევარი დაკარგეს და მიუხედავად იმისა, რომ ჰაერში ინგლისელები ბატონობდნენ და მათი ტანკებიც ერთ-ნახევარჯერ აჭარბებდნენ გერმანელებს. სამი დღის ბრძოლის შემდეგ ინგლისელებმა უკან დაიხიეს. ჰიტლერმა მაშინვე აღნიშნა ეს წარმატება და რომელს სატანკო ჯარების გენერლის წოდება მიანიჭა.

დროებითი უკანდახევა[რედაქტირება]

1941 წლის ზამთარში ინგლისელების ახალმა მთავარსარდალმა მაინც აიძულა რომელი უკან დაეხია, მაგრამ ამ დროებით მარცხს ჰიტლერისა და მისი საყვარელი გენერლის დამოკიდებულებაზე არ უმოქმედია. ამბობდნენ რომ სარდალი უნდა გამოირჩეოდეს ხასიათის სიმტკიცით, ჯარების ერთგულებით, და უნდა შეეძლოს მოწინააღმდეგის ინტუიციურად შეფასება და სწრაფი რეაქცია, რაც რომელის პიროვნებაში ერთად იყო თავმოყრილი. პირველივე წარმატების შემდეგ ერვინმა დიდი პატივისცემა დაიმსახურა ჯარისკაცებისგან, რადგანაც მიხვდნენ, რომ გენერალი მათგან იმაზე მეტს არ მოითხოვდა რისი გაღებაც თავად არ შეეძლო. ჯარისკაცთა აღფრთოვანებას იწვევდა ის ფაქტიც, რომ ახალი მთავარსარდალი საფრთხეს არასდროს ემალებოდა. ”სადაც რომელია, იქ იერიშია” - გვამცნობს იმდროინდელი სამხედრო ანდაზა.

რომელის დაწინაურებები სამხედრო სამსახურში[რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება]

ნაშრომები[რედაქტირება]

  • Erwin Rommel: Infanterie greift an. Voggenreiter, Potsdam 1937
  • Erwin Rommel: Krieg ohne Haß. Hrsg. von Lucie-Maria Rommel u. Fritz Bayerlein. Verlag Heidenheimer Zeitung, Heidenheim/Brenz 1950

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

გერმანულ ენაზე

  • Desmond Young: Rommel, der Wüstenfuchs, Universitas, München 1997, ISBN 3-8004-1330-2.
  • Paul Carell: Die Wüstenfüchse, Herbig, München 2003, ISBN 3-7766-2340-3.
  • Maurice Philip Remy: Mythos Rommel, List, München 2004, ISBN 3-548-60385-8.
  • David Fraser: Rommel, die Biographie, Siedler, Berlin 2001, ISBN 3-572-01282-1.
  • Wolf Heckmann: Rommels Krieg in Afrika: Wüstenfüchse gegen Wüstenratten, Lübbe, Bergisch Gladbach 1976, ISBN 3-7857-0186-1.
  • Charles Douglas-Home: Rommel, List, München 1974, ISBN 3-471-77772-5.
  • Ronald Lewin: Rommel, Kohlhammer, Stuttgart 1969.
  • Hans von Luck: Mit Rommel an der Front, Mittler, Hamburg et al. 2001, ISBN 3-8132-0739-0.
  • Guido Knopp: Der Jahrhundertkrieg: Die Atlantikschlacht, der Wüstenkrieg, der Bombenkrieg, Ullstein, München 2003, ISBN 3-548-36459-4.
  • Klaus-Michael Mallmann, Martin Cüppers: Halbmond und Hakenkreuz. Das Dritte Reich, die Araber und Palästina. WBG, Darmstadt 2006. 2. Ausgabe, 288 Seiten, ISBN 3-534-19729-1.
  • Ralf Georg Reuth: Erwin Rommel. Des Führers General, Piper, München 1987, ISBN 3-492-15222-8.
  • Ralf Georg Reuth: Erwin Rommel. Das Ende einer Legende, Piper, München 2005, ISBN 3-492-24562-5.
  • Wolf Heckmann: Rommels Krieg in Afrika, tosa, Österreich 2006, ISBN 3-85003-040-7.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: