დიდი ედენა, ედენა — ხეობის ტიპის სამხრეთ-დასავლეთური ექსპოზიციის მყინვარისაქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარერიონის ზემოთში.[2]მყინვარის ენის აბსოლუტური სიმაღლე ზღვის დონიდან 2480 მ-ია, ფირნის ხაზისა — 3360 მ. მისი ფართობი 3,52 კმ²-ია. მყინვარს კარგად გამოკვეთილი ენა და კვების აუზი (ფირნი) აქვს. მისი ზედაპირი სუფთაა და მოკლებულია ნაშალ მასალას. მხოლოდ მარჯვენა მხარეს გაუყვება გვერდითი ზედაპირული მორენა, რომელიც მარჯვენა ფერდობიდან ჩამოშლილი ნაშალი მასალის შედეგად ჩნდება. XIX საუკუნის ბოლოს მყინვარი გადმოკიდებული იყო რიგელზე და მის შუა მონაკვეთამდე აღწევდა. დიდი ედენის მყინვარის ენის შემცირება გამოწვეულია ერთის მხრივ, ინტენსიური დნობით და მეორეს მხრივ მისი მექანიკური ნგრევით. რიგელის ძირიდან ხეობის დაყოლებით კარგად გამოხატული ფერნაუს სტადიის მორენებია. მყინვარის მიერ წარმოქმნილი სხვა მორფოსკულპტურული ფორმები გარეცხილია.[3]