დავით კომნენოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავით კომნენოსი
ბერძ. Δαβίδ Κομνηνός
დაიბადა1184
კონსტანტინოპოლი, ბიზანტია
გარდაიცვალა12 დეკემბერი, 1212
ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა
ცხოვრობსბიზანტია
ბაგრატიონთა გერბი საქართველო
ტრაპიზონის დროშა ტრაპიზონის იმპერია
რელიგიური მრწამსიმართლმადიდებელი
მშობლები მამა: მანუელ კომნენოსი
დედა: რუსუდან ბაგრატიონი
ნათესავებიძმა: ალექსი I
დეიდა: თამარ მეფე

დავით კომნენოსი, იშვიათად დავით I დიდი (ბერძ. Δαβίδ Κομνηνός; Δαβίδ Α΄ Μέγας; დ. 1184, კონსტანტინოპოლი, ბიზანტია — გ. 12 დეკემბერი, 1212, ათონი) — ტრაპიზონის იმპერიის ერთ-ერთი დამაარსებელი, პირველი იმპერატორის, ალექსი I-ის (1204–1222) თანამმართველი 1204–1212 წლებში.

დავითი იყო ბიზანტიის კარის სევასტოკრატორის მანუელ კომნენოსის და საქართველოს მეფის გიორგი III-ის ასულის რუსუდანის უმცროსი ვაჟი. 1185 წელს კონსტანტინოპოლში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დაიღუპა მისი მამა და პაპა ანდრონიკე I, ალექსი და მისი ძმა დავითი საიდუმლოდ გადავიდნენ საქართველოში, სადაც უკვე მათი დეიდა თამარი მეფობდა. 1204 წელს ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ ხელსაყრელი პოლიტიკური სიტუაცია კარგად გამოიყენა თამარ მეფემ და ტრაპიზონის იმპერია ჩამოაყალიბა, რომლის იმპერატორადაც თავისი დის შვილი ალექსი I აკურთხა, ხოლო დავითი მის თანამმართველად დანიშნა.

1206 წლიდან ბევრჯერ მონაწილეობდა შეთქმულებებსა და ომებში ნიკეისა და ლათინთა იმპერიის წინააღმდეგ. 1212 წელს ბერად აღიკვეცა ათონის მთაზე, იმავე წელს გარდაიცვალა 28 წლის ასაკში.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]