იოანე შავთელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოანე.

იოანე შავთელი — XII-XIII საუკუნეების ქართველი პოეტი, სასულიერო მოღვაწე, როგორც ზედწოდებიდან ჩანს, წარმოშობით სოფ. შავთიდან ყოფილა. მას მიეწერება ძველი ქართული ლიტერატურის კლასიკური ეპოქის ძეგლი „აბდულმესიანი“. „ქართლის ცხოვრების“, ცნობით, იოანე შავთელი იყო „ფილოსოფოსი დარიტორი, ლექსთა გამომთქმელი და მოღუაწებათა შინა განთქმული“. იგი თამარ მეფის თანამედროვე და სანდო პირი ყოფილა. მემატიანეთა ცნობით, თამარს ახლდა ვარძიასა და ოძრხეში, ბასიანის ბრძოლის (1203) დროს, აქვე შეუთხზავს „გალობვანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი“. მასვე მიეწერება სასულიერო ხასიათის სხვა თხზულებებიც. იოანე შავთელი სასულიერო პირი ჩანს, რაზეც მიუთითებს მის თხზულებებში გამოვლენილი ღრმა საღვთისმეტყველო განათლება. ზოგ წყაროში მოხსენებულია „ნეტარად“, „წმინდანად“. „აბდულმესიანში“ იგი თავის თავს „მწირსა“ და „მსხმებს“ უწოდებს.

ლიტერატურა[რედაქტირება]