დავით სოსლანი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დავით სოსლანი (გ. დაახლოებით 1203 ან 1204), თამარ მეფის მეორე მეუღლე, ოვსთა მეფის, ჯადრონის ძე[1].

თამარმა იქორწინა მასზე 1187 წელს დიდუბის სასახლეში. წყაროს ცნობით [საჭიროებს წყაროს მითითებას], დავით სოსლანი იყო თამარის მამიდის, რუსუდანის „გაზრდილი“ და „თვისი“ („თვისი“, უფრო გავრცელებული აზრით, აღნიშნავდა ნათესავს, სხვა მოსაზრებით - ქვეშევრდომს, ვასალს, ასევე „გაზრდილს“ ჰქონდა ორი მნიშვნელობა: გაზრდილის და ვასალის).

მემატიანე ახასიათებს როგორც ზნეობრივი და რაინდული თვისებებით შემკულ, სასიამოვნო გარეგნობის კაცს. დავით სოსლანი სარდლობდა ქართველთა ლაშქარს თითქმის ყ[საჭიროებს წყაროს მითითებას] ველა დიდ ბრძოლაში (ლაშქრობა XII საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ბარდავის მხარეში, არზრუმში - კარნუ-ქალაქში, გელაქუნში, ბელაქანში, განძის მიდამოებში, შამქორის ბრძოლაში 1195, ბასიანის ბრძოლაში 1203). როგორც თანამეფე, სოსლანი სახელმწიფოს გამგებლობაშიც მონაწილეობდა.

მის წარმომავლობაზე არ არსებობს ერთიანი აზრი. ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში [საჭიროებს წყაროს მითითებას] განმტკიცებულია მოსაზრება, რომ დავით სოსლანი იყო ოსეთში დამკვიდრებულ ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი. მკვლევართა [საჭიროებს წყაროს მითითებას] აზრით, ეს შტო მომდინარეობს გიორგი I-ისა და ალანთა ტომის ასულის ალდე დედოფლის ვაჟის დემეტრესაგან. ვახუშტის ცნობით, დემეტრეს დარჩა ძე, რომელიც თავის ბებია ალდესთან ერთად ოსეთში გაიქცა, იქ იქორწინა მეფის ასულზე და თვითონაც ოსთა მეფედ იწოდა. დავით სოსლანი მისი შთამომავალი იყო. დავით სოსლანს ბაგრატიონად მიიჩნევს "ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანეც". ზოგი მკვლევარის [საჭიროებს წყაროს მითითებას] მოსაზრებით, დავით სოსლანი ცარაზონთა ოსურ საგვარეულოს ეკუთვნოდა, მაგრამ ამის დამადასტურებელი ცნობები საისტორიო წყაროებში არა ჩანს და ეს თვალსაზრისი ზეპირ ვარაუდად რჩება [საჭიროებს წყაროს მითითებას].

[რედაქტირება] შვილები

დავით სოსლანსა და თამარს ორი შვილი ჰყავდათ:

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • შოშიაშვილი ნ., ქსე, ტ. 3, გვ. 341, თბ., 1978

[რედაქტირება] სქოლიო

  1. Istoria.Ge ბაგრატიონთა გენეოლოგია
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე