ანტონ გნოლისთავისძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანტონ გნოლისთავისძეXII-XIII საუკუნეების საქართველოს პოლიტიკური და საეკლესიო მოღვაწე, ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი (დაახლ. 1179–1184).

თამარის მეფობის პირველ წლებში ვაზირობა წაართვა მიქელ კათალიკოსმა. ანტონ გნოლისთავისძე ბერად შედგა დავითგარეჯის მონასტერში. მიქელის სიკვდილის შემდეგ თამარმა კვლავ მიიწვია და ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესობის გარდა, სამთავნელობაც (სამთავისის ეპისკოპოსობა) მისცა. მონაწილეობდა შამქორის ბრძოლაში (1195). ზრუნავდა სამეფო მონასტრებზე (შიომღვიმე, დავითგარეჯა, ვარძია, გელათი). თამარ მეფის 1201 წლის სიგელიდან ვგებულობთ, რომ ანტონს სხალტბიდან შიომღვიმის მონასტერში წყალსადენი გაუყვანია. ვაჰანის მონასტრის წარწერა გვამცნობს, რომ ანტონ გნოლისთავისძეს ამ მონასტრისათვის ზღუდე აუგია. ამის შემდეგ წყაროებში აღარ იხსენიება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]