ზანქან ზორაბაბელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზანქან (ზანქელ) ზორაბაბელითბილისელი დიდვაჭარი XII ს-ში. სახელმწიფო დარბაზის დავალებით ჩრდილოეთ კავკასიაში გაიგზავნა თამარის საქმროს ჩამოსაყვანად. მან დიდი გულმოდგინება გამოიჩინა და დანიშნულ ვადაზე ადრე ჩამოიყვანა გიორგი რუსი, რომელიც ყივჩაყთა ქ. სუნჯაში იყო თავშეფარებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კიკნაძე, რ., ზანქან (ზანქელ) ზორაბაბელი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 482.