დაბა (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
დაბა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
თემი | წაღვერი |
კოორდინატები | 41°48′41″ ჩ. გ. 43°26′56″ ა. გ. / 41.81139° ჩ. გ. 43.44889° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1025 მ |
მოსახლეობა | 194[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
დაბა — სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში (წაღვერის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს მდინარე გუჯარეთისწყლის მარჯვენა მხარეს, გვირგვინას ქედის სამხრეთ–დასავლეთ კალთაზე, ბორჯომი–ბაკურიანის საავტომობილო და სარკინიგზო გზაზე, ზღვის დონიდან 1025 მ-ზე. ბორჯომიდან დაშორებულია 11 კმ-ით, წაღვერიდან — 3 კმ-ით. სოფელში არის რკინიგზის სადგური.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1595 წლის „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით ოსმალთაგან დაპყრობილ სამხრეთ საქართველოში სოფელი დაბა შედიოდა პეტრეს ნაჰიეში, რომელიც პეტრეს ლივაში აღირიცხებოდა. იქ მაშინ მხოლოდ ორი კომლი ქართველი ცხოვრობდა: ბადრია და ალექსა, ძმა მისი, რომლებიც 4 500 ახჩას იხდიდნენ წლიურად. დაბაში ამჟამად XIX საუკუნეში იმერეთიდან და ქართლიდან გადმოსახლებული ქართველები ცხოვრობენ. მათი გვარებია: ჯაფიაშვილი, თედიაშვილი, დათუნაშვილი, შატბერაშვილი, წიქარიშვილი, მესხიძე, ლომიძე, ხაჩიძე და სხვ.
სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ორი ძეგლი: მარიამწმინდა და წმინდა გიორგის ეკლესია.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 194 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 238[2] |
2014 | 194 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დოლიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 324-325.
- დოლიძე ვ., ქუჩუკაშვილი მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
|