გუჯარეთისწყალი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 43 კმ |
| აუზის ფართობი | 326 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | მურყნევი |
| ჩაედინება | მტკვარი |
| ქვეყნები | საქართველო |
| ქალაქები | დაბა წაღვერი |
გუჯარეთისწყალი, მდინარე თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს მურყნევის მთის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 2060 მ-ზე. სიგრძე 43 კმ, აუზის ფართობი 326 კმ2. მთავარი შენაკადებია მიტარბულა და ბაკურიანისწყალი. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზაფხულსა და ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი წაღვერთან 3,22 მ3/წმ. ზამთარში დამახასიათებელია ყინულნაპირისი, თოში, ყინულსაფარი. მდინარის ნაპირებზე მრავალი სოფელია გაშენებული, მათ შორის კურორტი წაღვერი.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 322, თბ., 1978 წელი.