გვირგვინას ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გვირგვინა (მრავალმნიშვნელოვანი).
გვირგვინას ქედი
გვირგვინა, ხედი სოფ. პატარა მიტარბიდან
გვირგვინა, ხედი სოფ. პატარა მიტარბიდან
კოორდინატები: 41°47′50″ ჩ. გ. 43°46′36″ ა. გ. / 41.79722° ჩ. გ. 43.77667° ა. გ. / 41.79722; 43.77667
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ქარელის მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი მურყნევი
სიმაღლე 2342 
გვირგვინას ქედი — საქართველო
გვირგვინას ქედი
გვირგვინას ქედი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
გვირგვინას ქედი

გვირგვინას ქედიქედი საქართველოში, ბორჯომისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში. წარმოადგენს თრიალეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ განშტოებას. ერთი მხრივ, გუჯარეთისწყლის აუზისა და, მეორე მხრივ, ნეძვისწყლისა და ძამის აუზების წყალგამყოფი.

იწყება მთა ჯამჯამასთან და ციცაბო კალთით მთავრდება მტკვრის მარჯვენა ნაპირას. აგებულია პალეოგენური დანალექებით. ქედის უმაღლესი წერტილია მთა მურყნევი (2342 მ). სხვა მთებიდან აღსანიშნავია: აბუხალო (2255 მ), გვირგვინა (2253 მ), თორტიზა (1996 მ) და სხვა. ქედის ციცაბო კალთები ძლიერ დაღარულია მდინარეთა ხეობებით. შემოსილია ძირითადად ფართოფოთლოვანი ტყით, ნაწილობრივ — წიფლნარ-მუქწიწვოვნებით. თხემურ ნაწილში სუბალპური მდელოებია.

გვირგვინას ქედზე ზაფხულში მოხერხებულია პირველი და მეორე კატეგორიის სიძნელის ჩასათვლელი ტურისტული მარშრუტების გავლა, ზამთარში — სათხილამური ლაშქრობის მოწყობა. მის კალთებზეა სოფლები: თორტიზა, ყვიბისი, ტიმოთესუბანი, მზეთამზე, დიდი და პატარა მიტარბი, დაბა წაღვერი და სხვა.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. უკლება, დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 611.