დავით V
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| დავით V | |
| საქართველოს მეფე | |
| მმართ. დასაწყისი: | 1155 |
|---|---|
| მმართ. დასასრული: | 1156 |
| წინამორბედი: | დემეტრე I |
| მემკვიდრე: | დემეტრე I |
| დაბ. თარიღი: | ? |
| გარდ. თარიღი: | 1156 |
| შვილები: | 1. დემნა |
| დინასტია: | ბაგრატიონები |
| მამა: | დემეტრე I |
დავით V, საქართველოს მეფე 1155, დემეტრე I-ის უფროსი ძე. უფლისწულობაში დავითმა აზნაურთა ერთი ჯგუფის მხარდაჭერით შეთქმულება მოაწყო დემეტრე I-ის წინააღმდეგ, რომელსაც უმცროსი ვაჟის - გიორგის გამეფება სურდა. თავდაპირველად დავითის ცდა მარცხით დამთავრდა, მაგრამ ბოლოს მაინც მიაღწია მეფობას. დემეტრე I იძულებული გახდა ბერად შემდგარიყო. 6 თვის მეფობის შემდეგ დავით V გარდაიცვალა და ტახტზე კვლავ დემეტრე I ავიდა, რომელმაც ახლა უკვე ტახტის მემკვიდრე გიორგი თანამოსაყდრედ დასვა.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ლაშა გაბელია. დავით V (-1156). პერსონოგრაფია. www.istoria.ge.
| წინამორბედი: დემეტრე I |
საქართველოს მეფე 1155 |
შემდეგი: დემეტრე I |
|
|||||