თურქეთის საფეხბურთო ჩემპიონატი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თურქეთის სუპერ ლიგა
ქვეყანა თურქეთი
კონფედერაცია უეფა
დაარსდა 1959
კლუბ. რაოდენობა 18
ქვეითდება პირველი ლიგა
საშინაო თასები თურქეთის თასი
საერთაშ. თას(ებ)ი უეფას ჩემპიონთა ლიგა
მოქ. ჩემპიონი ფენერბაჰჩე (2013-2014)
ყველაზე ტიტულოვანი ფენერბაჰჩე,გალათასარაი (19 ტიტული)
ტვ პარტნიორები

Lig TV, TRT (მიმოხილვები ონლაინში),

MP & Silva (გლობალური მიმოხილვები)
Soccerball current event.svg 2013-2014

სუპერლიგა (თურქ.Spor Toto Süper Lig) — თურქეთის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონი. სუპერლიგაში მონაწილეობს 18 გუნდი. ყოველი სეზონის ბოლოს, ის 3 გუნდი, რომლებიც დაიკავებენ ბოლო 3 ადგილს გავარდებიან პირველ ლიგაში და მათ ადგილს დაიკავებს 2 ძლიერი გუნდი პირველი ლიგიდან და 1 გუნდი პირველი ლიგის პლეი-ოფიდან.

ისტორია[რედაქტირება]

ლიგა შეიქმნა 1959 წელს, ქვეყნის რამდენიმე რეგიონული ლიგის გაერთიანების შედეგად. ყოველი ახალი სეზონი იწყება აგვისტოს ბოლოს და მთავრდება მაისში, ზამთრის შესვენება მოიცავს დეკემბრის ბოლოდან იანვრის დასასრულამდე. ჩემპიონატი ტარდება 2 წრედ, ყოველი გუნდი თამაშობს მეტოქესთან 2 შეხვედრას, ერთს სახლში და მეორეს გასვლაზე. ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი იღებს უფლებას ითამაშოს უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, ბრინჯაოს პრიოზიონი და ის გუნდი, რომელიც დაიკავებს მე-4 ადგილს ითამაშებენ უეფას ევროპის ლიგაზე. 2005 წლიდან ჩემპიონატის სპონსორი გახდა მობილური კავშირგაბმულობის კომპანია «Turkcell» და ლიგას დაერქვა «Türkcell SuperLig». 2010 წლის 12 აგვისტოს, ჩემპიონატის სპონსორი საბუკმეკერო კომპანია «Spor Toto», გახდა და ჩემპინატის ოფიციალური სახელწოდება დღესდღეობით არის «Spor Toto Süper Lig»[1].

ჩემპიონები[რედაქტირება]

თურქეთის ჩემპიონატის ისტორიის განმავლობაში ჩემპიონატის ტიტული მხოლოდ 5-მა კლუბმა მოიგო, ესენია: „გალათასარაი“, „ფენერბაჰჩე“, „ბეშიქთაში“, „ტრაბზონსფორი“ და „ბურსასფორი“. მხოლოდ ტრაბზონსფორი და ბურსასფორი არ არიან ქალაქ სტამბოლიდან.

კლუბი ჩემპიონი გამარჯვების წელი
ფენერბაჰჩე
19
1959, 1961, 1964, 1965, 1968, 1970, 1974, 1975, 1978, 1983, 1985,1989, 1996, 2001, 2004, 2005, 2007, 2011, 2014
გალათასარაი
19
1962, 1963, 1969, 1971, 1972, 1973, 1987, 1988, 1993, 1994, 1997, 1998, 1999, 2000, 2002, 2006, 2008, 2012, 2013
ბეშიქთაში
13
1957, 1958, 1960, 1966, 1967, 1982, 1986, 1990, 1991, 1992, 1995, 2003, 2009
ტრაბზონსფორი
6
1976, 1977, 1979, 1980, 1981, 1984,
ბურსასფორი
1
2010

რეკორდები[რედაქტირება]

სეზონი:

  • ყველაზე გრძელი სეზონი — 1962—1963 წელი (42 მატჩი)

გუნდი:

ყველა დროის ბომბარდირები[რედაქტირება]

ადგილი მოთამაშე გოლი[2] თამაში გოლების საშ. რაოდენობა მატჩში
1 თურქეთის დროშა ჰაქან შუქური 249 487 0.51
2 თურქეთის დროშა ტანჯუ ჩოლაქი 240 276 0.87
3 თურქეთის დროშა ჰამი მანდირალი 219 465 0.47
4 თურქეთის დროშა მეთინ ოქტაი 217 253 0.86
5 თურქეთის დროშა აიქუთ ქოჯამანი 200 353 0.57
6 თურქეთის დროშა ფეიაზ უჩარი 191 376 0.51
7 თურქეთის დროშა სერკან აიქუთი 188 337 0.56
8 თურქეთის დროშა ფევზი ზემზემი 144 305 0.47
9 თურქეთის დროშა ჯენკ იშლერი 137 349 0.39
10 ბრაზილიის დროშა ალექსი 136 241 0.56

ყველაზე მეტი ჩატარებული შეხვედრები[რედაქტირება]

ადგილი მოთამაშე შეხვედრა[2] წლები
1 თურქეთის დროშა ოღუზ ჩეთინი 503 1981–2000
2 თურქეთის დროშა რიზა ჩალიმბეი 495 1980–1996
3 თურქეთის დროშა ჰაქან შუქური 488 1987–2000, 2003–2008
4 თურქეთის დროშა ქემალ ილდირიმი 476 1976–1995
5 თურქეთის დროშა ჰამი მანდირალი 475 1984–1998, 1999–2003
6 თურქეთის დროშა რეჯეპ ჩეთინი 437 1984–2001
7 თურქეთის დროშა მეჰმეთ ნასი 431 1997–
8 თურქეთის დროშა ბულენთ კორკმაზი 430 1988–2005
9 თურქეთის დროშა მუჯდათ იეთქინერი 429 1979–1995
10 თურქეთის დროშა ომერ ჩათქიჩი 428 1995–2012

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]