ქასიმფაშა (საფეხბურთო კლუბი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქასიმფაშა
ქასიმფაშას ლოგო.png
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი ქასიმფაშა სპორი
მეტსახელი Apaçiler
დაარსდა 15 იანვარი, 1921
სტადიონი რეჯეფ თაიფ ერდოღანის სტადიონი
სტამბოლი, თურქეთი
(ტევადობა: 15,000)
პრეზიდენტი თურქეთის დროშა ზაფერ ილდირიმი
მწვრთნელი საქართველოს დროშა შოთა არველაძე
ლიგა თურქეთის სუპერლიგა
2012-13 მე–6 ადგილი
საიტი ოფიციალური
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

„ქასიმფაშა სპორი“ (თურქ. Kasımpaşa Spor Kulübü) — თურქული გუნდი ქალაქ სტამბოლიდან, ასპარეზობს თურქეთის სუპერლიგაში. საშინაო მატჩებს ატარებს რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის ქასიმფაშას სტადიონზე, რომელიც 15 000 მაყურებელს იტევს. 2012 წლის 7 ოქტომბრიდან მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძეა.[1]

ისტორია[რედაქტირება]

კლუბი დაარსდა 1921 წელს როგორც „ალთინთუღი“. 1939–1945 და 1946–1959 წლებში ასპარეზობდა სტამბოლის პირველ ლიგაში. 1959 წელს გუნდი აღზევდა სუპერლიგაში, სადაც 5 სეზონი გაატარა, მათი საუკეთესო სეზონი იყო 1961–62 წლების, როდესაც მათ მე–5 ადგილი დაიკავეს.

43 წლის შემდეგ, 2007 წლის 30 მაისს, გუნდი აღზევდა სუპერლიგაში მეორეჯერ მის ისტორიაში. დრამატულ ბრძოლაში „ალთაის“ წინააღმდეგ, „ქასიმფაშამ“ ორჯერ შემოატრიალა თამაში და შეძლო თამაშის პენალტების სერიამდე მიყვანა, სადაც 4–3 იმარჯვა. მათ იასპარეზეს სუპერლიგაში 2007–08 წლების სეზონში, რის შემდეგაც კლუბი ისევ დაქვეითდა პირველ ლიგაში. გუნდის ისტორიაში მესამეჯერ გუნდი აღზევდა სუპერლიგაში 2009 წლის 17 მაისს[2], „ქარშიაქას“ განადგურების შემდეგ 2–1 დამატებით დროში, მატჩი გაიმართა ანკარაში.

გუნდი დარჩა ჩემპიონატის ზედა ნაწილში და მოახერხა სეზონი დაესრულებინა ლიდერ 10 გუნდს შორის 2009–10 წლების სეზონში, რომელშიც მათ სძლიეს „ფენერბაჰჩეს“ საშნაო მატჩში 3–1 და „ბეშიქთაშს“ გასვლით მატჩში თურქეთის თასზე იგივე ანგარიშით. მათ ასევე გაანადგურეს „ტრაბზონსფორი“ ლიგის მატჩში იგივე ანგარიშით, 3-1. 2010-11 წლების სეზონის დასაწყისში „ქასიმფაშამ“ დაკარგა რამდენიმე მნიშვნელობანი მოთამაშე მწვრთნელის, ილმაზ ვურალის გადაწყვეტილების გამო.

გუნდის დასუსტების შემდეგ, გუნდმა ცუდი შედეგი აჩვენა, სეზონის ბოლოს კი დაქვეითდა. 2011–12 წლების სეზონში გუნდმა განახორციელა სწრაფი დაბრუნება სუპერლიგაში მას შემდეგ, რაც ითამაშა პლეი–ოფის მატჩები ანკარაში. მათ პირველად სძლიეს „ქონიასფორს“ 2–0 გასვლით და 4–0 საშინაო მატჩში. შემდეგ 2012 წლის 27 მაისს ითამაშეს ფინალი „ადანასფორის“ წინააღმდეგ და მეტოქე დარამატულ მატჩში დაამარცხეს ანგარიშით 3–2. 2007 წლიდა მოყოლებული ეს იყო მათი ზედიზედ მესამე გამარჯვება პლეი–ოფებში. ამდენად, ისინი ისევ წარმოადგენდნენ თავიანთ სამეზობლოს სუპერლიგის 2012–13 წლების სეზონში.

შემადგენლობა 2013/2014[რედაქტირება]

ნომერი პოზიცია მოთამაშე
1 თურქეთის დროშა მეკარე ილკერ ავჯიბაი
2 თურქეთის დროშა მცველი იალჩინ აიჰანი
3 თურქეთის დროშა მცველი ვოლკან იამანი
4 თურქეთის დროშა მცველი ილჰან ეკერი
5 თურქეთის დროშა მცველი სანჯაკ ქაპლანი
6 ნიდერლანდის დროშა მცველი რაიან დონკი
7 თურქეთის დროშა ნახევარმცველი ჰალილ ჩოლაკი
8 ნიდერლანდის დროშა თავდამსხმელი რაიან ბაბელი
10 თურქეთის დროშა თავდამსხმელი ადემ ბიუიუკი
11 არგენტინის დროშა ნახევარმცველი ოსკარ სკარიონე
15 შვედეთის დროშა მეკარე ანდრეას ისააკსონი
16 სირიის დროშა თავდამსხმელი სანჰარიბ მალკი
17 თურქეთის დროშა თავდამსხმელი შაჰინ აიგიუნეში
ნომერი პოზიცია მოთამაშე
18 თურქეთის დროშა ნახევარმცველი იოზერ ჰურმაჯი
19 ურუგვაის დროშა თავდამსხმელი ტაბარე ვიუდეზი
20 თურქეთის დროშა ნახევარმცველი ქერემ შერასი
22 თურქეთის დროშა მცველი ბარიშ ბაშდაში
25 თურქეთის დროშა მეკარე ერტაჩ იოზბირი
33 არგენტინის დროშა ნახევარმცველი მათიას ფრიცლერი
35 თურქეთის დროშა მცველი ბატუჰამ იშჩილერი
36 თურქეთის დროშა ნახევარმცველი ქუბილაი აქტაში
49 თურქეთის დროშა მცველი ელიასა სიუმე
50 პორტუგალიის დროშა ნახევარმცველი ანდრე კასტრო
67 თურქეთის დროშა მცველი ორჰან შამი
94 თურქეთის დროშა ნახევარმცველი მეტინ სევინჩი

ლიგაში მონაწილეობა[რედაქტირება]

მწვრთნელები[რედაქტირება]

სახელი ეროვ. დაწყება დამთავრება
აქიფ ბაშარანი თურქეთის დროშა 17 იანვარი, 2005 1 ივნისი, 2007
ქადირ იოზჯანი თურქეთის დროშა 30 მარტი, 2007 1 ოქტომბერი, 2007
ვერნერ ლორანტი გერმანიის დროშა 6 ოქტომბერი, 2007 3 დეკემბერი, 2007
უგურ ტიუტიუნეკერი თურქეთის დროშა 18 დეკემბერი, 2007 11 მარტი, 2009
ბესიმ დურმუსი თურქეთის დროშა 11 მარტი, 2009 სექტემბერი, 2009
ილმაზ ვურალი თურქეთის დროშა 7 სექტემბერი, 2009 30 დეკემბერი, 2010
ფუატ ჩაფა თურქეთის დროშა 5 იანვარი, 2011 25 მაისი, 2011
უგურ ტიუტიუნეკერი თურქეთის დროშა 1 ივნისი, 2011 26 მარტი, 2012
მეტინ დიადინი თურქეთის დროშა 28 მარტი, 2012 24 სექტემბერი, 2012
ფუატ კილიჩი გერმანიის დროშა 24 სექტემბერი, 2012 7 ოქტომბერი, 2012
შოთა არველაძე საქართველოს დროშა 7 ოქტომბერი, 2012

ლოგოები წლების მიხედვით[რედაქტირება]

გამოჩენილი მოთამაშეები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. „ქასიმფაშა“ და შოთა არველაძე - ხელშეკრულება გაფორმდა, საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 8 ოქტომბერი, 2012.
  2. Kasimpasa steigt auf