საბჰა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
|
საბჰა (არაბ. سبها) — ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ ლიბიაში. ისტორიულად იგი ფეცანის რეგიონის დედაქალაქი იყო, ამჟამად კი საბჰის რაიონის დედაქალაქია.[1] მდებარეობს ტრიპოლიდან 640 კმ-ით სამხრეთით.[2]
საბჰის მოსახლეობა სწრაფად იზრდება. დიდია ქალაქის მნიშვნელობაც, რაც განპირობებულია მისი საკვანძო მდებარეობით ფეცანის რეგიონში, სამხედრო ბაზითა და უდაბნოში გაშენებული სოფლის მეურნეობით.
საბჰა ცნობილია ფორტ-ელენას ციხესიმაგრით, რომელიც ლიბიის ათ დინარიანი ბანკნოტის უკანა მხარესაა გამოსახული.[3] იგი იტალიურ კოლონიურ ხანაში აშენდა. ამჟამად მასში სამხედრო ინსტიტუცია ფუნქციონირებს.
2011 წლის სექტემბერში, ლიბიის სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას, ფეცანის კამპანიის დროს კადაფის მოწინააღმდეგე ძალებმა აიღეს.[4]
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
საბჰა, ტურისტული მეგზური Wikivoyage-ზე- Sabha map at WikiMapia
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Francesca Davis DiPiazza (2006). Libya in Pictures. Twenty-First Century Books. ISBN 0-8225-2549-6.
- ↑ Walt, Vivienne. "The Capture of Gaddafi's Son: The Reformer Who Refused to Reform." TIME. November 19, 2011. Retrieved on November 19, 2011.
- ↑ Martin, B. G. (1984) "Ahmad Rasim Pasha and the Fazzan Slave Trade, 1881-1896" pp. 64-65 in Willis, John Ralph (ed.) (1984) Slaves and Slavery in Muslim Africa: The Servile Estate Cass, London, pp. 51-82, ISBN 0-7146-3201-5
- ↑ Wedeman, Ben. “Government forces enter Libya's Sabha, to cheers“, CNN, 20 September 2011. წაკითხვის თარიღი: 20 September 2011.
|
|||||||