მისრათა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
მისრათა
არაბ. مصراتة‎

მისრათის ცენტრალური პარკი
ქვეყანა ლიბიის დროშა ლიბია
რეგიონი ტრიპოლიტანია
რაიონი მისრათა
კოორდინატები 32°22′39″ ჩ. გ. 15°05′31″ ა. გ. / 32.37750° ჩ. გ. 15.09194° ა. გ. / 32.37750; 15.09194
ფართობი 2770 კმ²
ცენტრის სიმაღლე 10
მოსახლეობა 281 000 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+2
სატელეფონო კოდი 31
მისრათა — ლიბია
მისრათა

მისრათა (არაბ. مصراتة‎) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ლიბიაში, თავისივე სახელწოდების რაიონის დედაქალაქი. მდებარეობს ტრიპოლიდან 187 კმ-ით აღმოსავლეთით და ბენღაზიდან 825 კმ-ით დასავლეთით, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მისრათის კონცხის სიახლოვეს.

281 000 მცხოვრებით, მისრათა ლიბიის მესამე უდიდესი ქალაქია, ტრიპოლისა და ბენღაზის შემდეგ. ხშირად მას ლიბიის ბიზნეს-დედაქალაქსაც უწოდებენ. ფუნქციონირებს ნავსადგური.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვადასხვა წყაროების მიუხედავად, დღემდე არაა დაზუსტებული ქალაქი ფინიკიელებმა დააარსეს (3 000 წლის წინ),[1] რომაელებმა[2] თუ მუსლიმანმა დამპყრობლებმა (VII საუკუნეში).[3][4][5], ასევე უცნობია რა იყო მისი ძველი სახელი.

სამოქალაქო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის თებერვალში, ლიბიის სამოქალაქო ომის დროს მისრათა ოპოზიციის ცენტრი გახდა. ქალაქი მასიურად იბომბებოდა მუამარ კადაფის ძალების მიერ, რა დროსაც იგი მძიმედ დაზიანდა.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისრათა ლიბიის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრია. ფუნქციონირებს მეტალურგიული საწარმოები, კვების მრეწველობა და მიმდინარეობს გაზის მოპოვება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. مصراته (in Arabic: "Misratah"). Arabic Wikipedia (2006-11-10). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-01. ციტირების თარიღი: 2006-12-07.
  2. Misratah. The Columbia Electronic Encyclopedia, 6th ed. Columbia University Press (2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-01. ციტირების თარიღი: 2006-12-07.
  3. Misratah. Encyclopædia Britannica. Encyclopædia Britannica, Inc. (2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-01. ციტირების თარიღი: 2006-12-07.
  4. Misratah, Libya, Pictures. Microsoft Encarta Online Encyclopedia 2001. Microsoft Corporation (2001). ციტირების თარიღი: 2006-12-07.
  5. Misurata. Encyclopaedia of the Orient (2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-01. ციტირების თარიღი: 2006-12-07.