ლიბიის სამეფო
- 1951—1969იდრის I
|
ლიბიის გაერთიანებული სამეფო |
|||||||||
|
|||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
|||||||||
| დედაქალაქი | ტრიპოლი, ბენღაზი, ელ-ბაიდა | ||||||||
| ენა | არაბული | ||||||||
| რელიგია | ისლამი | ||||||||
| ფულის ერთეული | ლიბიური ფუნტი | ||||||||
| ფართობი | 1 759 530 კმ² (1954) | ||||||||
| მოსახლეობა | 1 091 830 (1954) | ||||||||
| მართველობის ფორმა | კონსტიტუციური მონარქია | ||||||||
| დინასტია | სენუსი | ||||||||
ლიბიის გაერთიანებული სამეფო (არაბ. المملكة الليبية) შეიქმნა 1951 წლის 4 დეკემბერს და არსებობა შეწყვიტა 1969 წლის 1 სექტემბერს, როდესაც მონარქია შეიცვალა რესპუბლიკით.
სექციების სია |
კონსტიტუცია [რედაქტირება]
სამეფო იყო კონსტიტუციური მონარქია, რომლის სათავეში იდგა სუფიების ორდენი სენუსი იდრის I-ს სახით. მართვის სადავეები ხელთ ეპყრა მეფეს. პარლამენტი შედგებოდა ორი პალატისაგან (სენატი და წარმომადგენელთა პალატა). პრემიერ- მინისტრს ნიშნავდა და ათავისუფლებდა მეფე.
ისტორია [რედაქტირება]
1949 წლის 21 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც ლიბიას უნდა მიეღო დამოუკიდებლობა 1952 წლის 1 იანვრამდე. მიმდინარე მოლაპარაკებებზე ლიბიას წარმოადგენდა იდრის I. 1951 წლის 4 დეკემბერს ლიბიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და გახდა პირველი არაბული რესპუბლიკა, რომელმაც დამოუკიდებლობა მიიღო გაეროს გადაწყვეტილებით, და ასევე ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი აფრიკული სახელმწიფო. ლიბია გამოცხადდა კონსტიტუციურ მონარქიად, ხოლო იდრისი გახდა ლობიის მეფე.
1959 წელს ლიბიაში აღმოაჩინეს ნავთობის საბადოები და მისი მოპოვებიდან მიღებული შემოსავლებით ლიბია ერთ-ერთი ღარიბი ქვეყნიდან იქცა ერთ-ერთ მდიდარ ქვეყანად მსოფლიოში. თუმცა ნავთობმა მნიშვნელოვნად შეცვალა ქვეყნის ფინანსური მდგომარეობა, მისი მოპოვებიდან მიღებული შემოსავლები კონცენტრირებული იყო ხელისუფლების ვიწრო ფენის ხელში, რამაც საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია.
1969 წლის 1 სექტემბერს ოფიცრების მცირე ჯგუფმა მუამარ კადაფის მეთაურობით მოაწყვეს უსისხლო სამხედრო გადატრიალება მეფე იდრის I-ის წინააღმდეგ, რომელიც იმყოფებოდა კამენა გურლაში, საბერძნეთის მიპატიჟებით სამედიცინო გამოკვლევასა და მკურნალობისთვის. მისი ძმისწული სამეფო ტახტის პრინცი საიდ ჰასან არ რიდა ალ მაჰდი ას სანუსი გახდა მეფე. 1 სექტემბრის გადატრიალების შემდეგ საიდ ჰასანს მიუსაჯეს შინა პატიმრობა. რევოლუციური არმიის ოფიცრებმა გააუქმეს მონარქია და გამოაცხადეს ახალი არაბული რესპუბლიკა.
ადმინისტრაციული დაყოფა [რედაქტირება]
სამი პროვინცია (1951—1963) [რედაქტირება]
| პროვინცია | დედაქალაქი | ფართობი კმ² |
|---|---|---|
| კირენაიკა | ბენღაზი | 855,370 |
| ფეცანი | საბჰა | 551,170 |
| ტრიპოლიტანია | ტრიპოლი | 353,000 |