ელ-მარჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ელ-მარჯი
არაბ. المرج‎
ქვეყანა ლიბიის დროშა ლიბია
რეგიონი კირენაიკა
რაიონი ელ-მარჯი
კოორდინატები 32°29′12″ ჩ. გ. 20°50′02″ ა. გ. / 32.48667° ჩ. გ. 20.83389° ა. გ. / 32.48667; 20.83389
ცენტრის სიმაღლე 333
მოსახლეობა 85 315 კაცი (2004)
სასაათო სარტყელი UTC+2
ელ-მარჯი — ლიბია
ელ-მარჯი

ელ-მარჯი (არაბ. المرج‎მდელოები), ყოფილი ბარკა — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ლიბიაში, ელ-მარჯის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.[1] მდებარეობს მთაგორიან ხეობაში, რომელიც ხმელთაშუა ზღვისგან ჯებელ-ახდარის მთების ბორცვებითაა გამოყოფილი.

2004 წლის მონაცემებით მოსახლეობა 85 315 ადამიანს შეადგენს.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. VII საუკუნეში ელ-მარჯის ადგილზე ძველ ბერძენთა კოლონია ბარკა მდებარეობდა. ძვ. წ. 512 წელს იგი სპარსელებმა აიღეს.[3] ძვ. წ. 323 წელს ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ კი პტოლემეების დინასტია დაეპატრონა. უკვე ახ. წ. 641 წელს ქალაქი არაბებმა აიღეს ამირ იბნ ალ-ასის მეთაურობით.

1800-იან წლებში ქალაქი თურქული ციხესიმაგრის ირგვლივ იზრდებოდა. 1913–41 წლებში იგი იტალიელებმა ადმინისტრაციულ-საბაზრო ქალაქად გარდაქმნეს, ჩამოყალიბდა მთიანი კურორტი.

ელ-მარჯი ბრიტანელების მიერ დაპყრობილი კირენაიკის დედაქალაქი იყო 1942-1943 წლებში.[4]

1963 წლის 21 თებერვალს მომხდარმა 5,6 ბალის სიძლიერის მიწისძვრამ ქალაქი დაანგრია,[5][6] დაიღუპა 300 და დაშავდა 500 ადამიანი. ხელახლა მშენებლობა დანგრეული ქალაქიდან დაახლოებით 5 კმ-ის მოშორებით დაიწყო და დასრულდა 1970 წელს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Room, Adrian (2006) "Al Marj" Placenames of the world: origins and meanings of the names for 6,600 countries, cities, territories, natural features, and historic sites (2nd edition) McFarland, Jefferson, North Carolina, p. 26, ISBN 0-7864-2248-3
  2. name="wolframalpha">Wolfram Alpha
  3. Merriam-Webster, Inc. (1972) "Barca" Webster's New Geographical Dictionary G. & C. Merriam Co., Springfield, Massachusetts, p. 118, ISBN 0-87779-146-5
  4. Stewart, John (1996) "Cyrenaica" The British Empire: an encyclopedia of the Crown's holdings, 1493 through 1995 McFarland & Co., Jefferson, North Carolina, p. 125, ISBN 0-7864-0177-X
  5. Pliez, Olivier (ed.) (2009) "Al Marj" Le Petit Futé Libye Petit Futé, Paris, p. 237, ISBN 2-7469-2276-2; in French
  6. Earthquake at USGS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-16. ციტირების თარიღი: 2012-11-03.