არაბთა გაერთიანებული საამიროების სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქვეყნის დროშა
ქვეყნის დროშა

არაბთა გაერთიანებული საამიროების სამზარეულო (არაბ. المطبخ الإماراتي) — ტრადიციული არაბული სამზარეულოა და შესანიშნავი მსგავსება აქვს ისეთი მეზობელი ქვეყნების სამზარეულოებთან, როგორიცაა ომანი და საუდის არაბეთი. ასევე ახლო აღმოსავლეთისა და აზიის მრავალი ქვეყნები. არაბთა გაერთიანებული საამიროების თანამედროვე სამზარეულო მულტიკულტურულია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმომავლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფინიკის პალმა
ფინიკის პალმა

ფინიკის პალმის გაშენება ამ რეგიონში შეიძლება ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებით დათარიღდეს. (ამ პერიოდს ჩვეულებრივ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში უმმ ალ-ნარ-ის პერიოდს უწოდებენ). დიდი რაოდენობით ფინიკის თესლია ნაპოვნი, იმ ადგილებში, რომელიც შეიძლება ეკუთვნოდეს უმ ალ ნარის ხანას. არქეოლოგიური გათხრების ადგილზე საფქვავი ქვების, ისევე როგორც დამწვარი თიხის ღუმელების არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ რეგიონში მარცვლეულის დამუშავება ხდებოდა . მესამე ათასწლეულით დათარიღებული ადამიანის სტომატოლოგიური ნაშთების კვლევები აჩვენებს ცვეთის მაღალ დონეს, რაც სავარაუდოდ ასოცირდება მშრალი პურის ღეჭვასთან.

თანამედროვე ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამზარეულო, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორიაზე ჩაისახა, არაბული ქვეყნებისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სამზარეულოების ანალოგიურია. საკვები წარმოადგენს ერთობლიობას ბედუინების დიეტის- ხორცისა და აქლემის რძის, მეთევზეების რაციონის, რომელიც სპარსეთის ყურეში გავრცელებული თევზისგან შედგება და ფერმერების დიეტისა, რომელთა ძირითად საკვები პროდუქტი ფინიკის ნაყოფია. ასევე სანელებლების ნარევმა, როგორიცაა დარიჩინი, ზაფრანა და კურკუმა, საფუძველი ჩაუყარა სახელშეკრულებო შტატების (ტერიტორია, რომელსაც „პირატების სანაპიროსაც“ უწიდებდნენ და იმყოფებოდა ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ. ) რეგიონში მიღებულ საერთო კერძებს და საამიროების თანამედროვე ტრადიციულ სამზარეულოს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ტრადიციული სამზარეულო მდიდარია ხორცით, მარცვლეულითა და რძის პროდუქტებით. ისეთი ბოსტნეული, როგორიცაა კიტრი და პომიდორი, ადვილად მოსაშენებელია ნოყიერ ნიადაგში და დიეტაში ფართოდ გამოიყენება. გამხმარ ლიმონს, რომელსაც ლუმს უწოდებენ, ასევე ფართოდ იყენებენ ადგილობრივ კერძებში. მანგო ასევე ჩვეულებრივ იზრდება ჩრდილოეთ საამიროებში ისეთ სოფლებში, როგორიცაა მასაფი.ხორცს რაც შეეხება, ტრადიციულად მიირთმევენ ქათმის ან პატარა ჩიტებს- გალოანსერა, ჰოუბარა, ბასტარდი, თხის ხორცი.აქლემს ძალიან აფასებენ რძისა და ტრანსპორტირების უნარის გამო. ამიტომ აქლემის ხორცი ჩვეულებრივ გამოიყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში.

როგორც წესი, წვნიანი კერძები ძალიან გავრცელებულია. ადგილობრივები ფართოდ იყენებენ არომატულ სანელებლებს, ზაფრანას, კარდამონს, კურკუმას, ტიმიანს. ასევე ადგილობრივი ხის, გაფის ფოთლებს. რაციონში ბრინჯი მაშინ შეიტანეს, როდესაც რეგიონში ვაჭრები გამოჩნდნენ.

ტრადიციულ კერძებს მიეკუთვნება მაგლუბა, მარგუგა, ჰარისი, მაჩბოუსი (კაბსა), ფრსი’აჰ, ფაირიდი, ჯიშაიდი და მაშვი. საუზმეზე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიირთმევენ პურს, როგორიცაა რაკაკი, ხამირი და ჩებაბი, ჩვეულებრივ ყველთან, ფინიკის სიროფთან ან კვერცხთან ერთად. პური ცხვება თავისებურ ცხელ ქურაზე, რომელიც წააგავს ბედუინების მიერ გამოყენებულ ქვას. პოპულარული კერძია ბალალეტი. მზადდება მაკარონით, რისი პოპულარიზაციაც ქვეყანაში ვაჭრობის განვითარებას მოჰყვა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ტრადიციული ტკბილეული ლუქაიმატი არაბულ ყავასთან ერთად.
არაბთა გაერთიანებული საამიროების ტრადიციული ტკბილეული ლუქაიმატი არაბულ ყავასთან ერთად.

ტკბილეულიდან გავრცელებულია ლუქაიმატი, ბლინის ცომში ღრმად შემწვარი ბურთი, ამოვლებული ქუნჯუთის თესლში და შემდეგ გაჟღენთილი ფინიკის თაფლით.

სხვა დესერტებს მიეკუთვნება ხაბისა, რომელიც მზადდება ფქვილით, შაქარის, კარდამონისა და ზაფრანისგან ან მანანის ბურღულით, რომელსაც ურევენ დაჭრილ ფინიკებს, კარდამონსა და ერბოს.

ტრაპეზის ბოლოს მიირთმევენ წითელ ჩაის პიტნასთან ერთად. ეს რიტუალი საკვების მონელებას უწყობს ხელს.

ტრადიციას წარმოადგენს სტუმრებისათვის მისვლისთანავე ფინიკისა და კაჰვის (არაბული ყავა) მირთმევა, რაც ვიზიტის ბოლომდე სუფრაზე რჩება და ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია.

ლევანტური კერძები ზოგჯერ ერევათ ემირატულ / ხალიჯურ კერძებში, მაგრამ შაურმა, ჰუმუსი, ტაბულა და შერეული გრილი, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მახასიათებლები აქვთ, საამიროების რაციონის ბოლოდროინდელი დამატებაა.

საკვები და კერძები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუბუსს (ბრტყელ პურს) ამზადებენ აბუ დაბიში. საუკუნეების განმავლობაში საამიროების საკვები რაციონის საყრდენი იყო ზღვის პროდუქტები. არაბთა გაერთიანებული საამიროების სამზარეულო არაბული დიდი მემკვიდრეობის და ცივილიზაციათა გავლენის ანარეკლია დროთა განმავლობაში. მუსლიმებს ეკრძალებათ ღორის ჭამა, ამიტომ ის მენიუში არ არის. საუზმეზე ხშირად სასტუმროებში შედის ღორის ხორცის შემცვლელი საშუალებები, როგორიცაა ძროხის ძეხვი და ხბოს ხორცი. თუ ღორის ხორცი ხელმისაწვდომია, მას წარწერა აქვს.

ხორცი, თევზი და ბრინჯი წარმოადგენს საამიროების სამზარეულოს ძირითად პროდუქტებს. ცხვრისა და ბატკნის ხორცი უფრო პოპულარულია, ვიდრე თხის, საქონლის და აქლემის ხორცი. ფინიკის მიღება ჩვეულებრია.

პოპულარული სასმელებია ყავა და ჩაი, რომელთა დამატება შეიძლება ილით, ზაფრანით ან პიტნით, რომ მას მკაფიო არომატი მიანიჭოს.[1]

ჩვეულებრივ, ალკოჰოლი მიიღება მხოლოდ სასტუმროს რესტორნებსა და ბარებში (არა შარჟაში). ყველა ღამის კლუბსა და გოლფის კლუბს უფლება აქვს გაყიდოს ალკოჰოლური სასმელები. გარკვეულ სუპერმარკეტებს შეუძლიათ ღორის ხორცის გაყიდვა, მაგრამ ისინი იყიდება ცალკე განყოფილებებში [2]

კერძები, რომლებიც არაბთა გაერთიანებული საამიროების სამზარეულოში შედის:[3][4]

  • ასიდა
  • პური ალ ჯაბაბი
  • ბატიეტი
  • ჰარისი
  • ჯამი
  • ჯაშიდი
  • კაბსა
  • ხაბისი
  • ხანფრუში
  • პური ხამირი
  • მაჩბუსი
  • მადრუბი
  • მარკოუკა
  • მაქლუბა
  • პური მუჰალა
  • ქუზი
  • სალონა
  • თარიდი
  • პური ვაგაფი [5] [6]

სასმელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციული არაბული ჩაი
ტრადიციული არაბული ჩაი

• აქლემის რძე

• მსუბუქი სასმელები 

• წყალი

• წვენი

ლაბანი

არაბული ყავა

ჩაი

დუბაის კულინარიული ფესტივალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დუბაის კულინარიული ფესტივალი პირველად ჩატარდა 2014 წლის 21 თებერვლიდან 15 მარტამდე[7].ჟურნალ " Vision"– ის თანახმად, ღონისძიების მიზანი იყო დუბაის, როგორც რეგიონის გასტრონომიული დედაქალაქის პოზიციის განმტკიცება და აღიარება. ფესტივალი შექმნილია დუბაიში შეთავაზებული მრავალფეროვანი არომატისა და სამზარეულოს წარმოსაჩენად, სადაც წარმოდგენილია 200-ზე მეტი ნაციონალური სამზარეულო.[8]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაბული სამზარეულო

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Traditional Emirati food
  2. "Alcohol and Pork Licenses - Allo' Expat Abu Dhabi". Alloexpat.com. 2009-05-30. Archived from the original on 2009-08-05. Retrieved 2009-07-15.
  3. "Welcome to Abu Dhabi - Emirati Cuisine". Visitabudhabi.ae. 2009-07-01.Archieved from the original დაარქივებული 2020-09-18 საიტზე Wayback Machine. on 2009-08-04. Retrieved 2009-07-15.
  4. "10 Emirati delicacies you just can't miss while travelling to UAE". Khaleej Times. 7 December 2017. Retrieved 24 April 2020.
  5. "A taste of Emirati cuisine". gulfnews.com. Retrieved 2020-04-24.
  6. Emaratilicious - (18 October 2016). "خبز الجباب الإماراتي Emarati pancakes chubab" – via YouTube
  7. Dubai food festival.Dubai food festival achieved from the original.on 15 November 2014. Retrieved 20 November 2014.
  8. East, Ben (February 2014).Taste of culture Dubai food festival. Vision.ae. Archived from the original on 30 October 2014. Retrieved 20 November 2014.