ზაფრანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: იმერული ზაფრანა.
ზაფრანა
Crocus longiflorus
Crocus longiflorus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  Asparagales
ოჯახი:  ზამბახისებრნი
გვარი:  ზაფრანა
ლათინური სახელი
Crocus

ზაფრანა, კროკო (ლათ. Crocus) — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ზამბახისებრთა ოჯახისა. გორგლ- ბოლქვიანი მცენარეა. მიწისზედა ღერო არ აქვს და ყვავილი პირდაპირ გორგლისებრი ბოლქვიდან ამოდის.

80-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. საქართველოში — 5 სახეობაა. ისინი ძირითადად ალპური მდელოს კომპონენტებია. მხოლოდ 2 სახეობა Crocus adamii და შემოდგომაზე მოყვავილე Crocus speciosus გვხვდება შუა სარტყელში.

Crocus autranii ვიწრო ენდემური სახეობაა და მარტო აფხაზეთში იზრდება. Crocus scharojani კი — კავკასიის ენდემია. ზაფრანის ყველა სახეობა ლამაზყვავილიანი, ამიტომ აშენებენ დეკორატიულ მებაღეობაში. Crocus sativus მხოლოდ კულტურაშია ცნობილი და იყენებენ სუნელ-სანელებლად; მისი წითელი დინგები შეიცავს ძვირფას საღებავს — კროცინს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]