პიტნა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიტნა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ტუჩოსანნი
გვარი: პიტნა
ლათინური სახელი
Mentha

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


პიტნა (ლათ. Mentha), მრავავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. 50-100 სმ სიმაღლის ფესურიანი მცენარეა. აქვს მოპირისპირედ განლაგებული ფოთლები და ყლორტების წვეროზე თავთავისებრ ყვავილედში თავმოყრილი მოვარდისფრო-იისფერი ყვავილები. გვარი მდიდარია სახეობებით. საქართველოში ველურად იზრდება მხოლოდ 4 სახეობა: ომბალო (Mentha pulegium), მინდვრის პიტნა (Mentha arvenis), წყლის პიტნა (Mentha aquatica), ტყის პიტნა (Mentha longifolia). იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლის ტენიან მდელოებზე, ტყის პირებზე, ბუჩქნარებში, მდინარეთა სანაპიროებსა და სხვა ადგილებში. პიტნა მრავლდება ვეგეტატიურად.

ბაღის პიტნა (Mentha pirepita) ფართოდ არის გავრცელებული ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიაში, უკრაინაში, მოლდოვასა და ბელარუსში. პიტნის ფოთოლი და ყვავილედი შეიცავს ეთეროვან ზეთს (1,5 - 3,5% მშრალ წონაზე), რომლის ძირითადი კომპონენტი მენთოლია. ფოთლისაგან დამზადებულ ნაყენს იყენებენ მედიცინაში. ფოთლისა და მიწისზედა ნაწილებისაგან მიიღება პიტნის ზეთი, რომელსაც, როგორც არომატულ ნივთიერებას, ხმარობენ პარფიუმერია-კოსმეტიკაში. კვების მრეწველობაში პიტნის ზეთი და ფოთოლი კარგი სანელებელია. ბაღის პიტნაში პლანტაციებს განალაგებენ გრუნტის წყლების მახლობლად დაბლობი ადგილების ნოყიერ ნაკვეთებზე, ხოლო მინდვრის თესლბრუნვაში საშემოდგომო თავთავიანი და სამარცვლე პაროსანი კულტურების შემდეგ. მცენარეს რგავენ ადრე გაზაფხულზე ან შემოდგომაზე კარგად მომზადებულ ბუდნებში. პიტნის მწვანე მასას თიბავენ მასობრივი ყვავილობისას, თუ კარგი ამინდი დადგა, შემოდგომაზე მეორედაც ითიბება. მოსავლიანობა 18-25 ც/ჰა-ზე. პიტნის ზოგი სახეობა თაფლოვანია.

ბაღის პიტნის ძირითადი მავნებლებია აბლაბუდიანი ტკიპა, პიტნის ბუგრი; დააცადებები - მცენარის ჟანგა, თეთრი ჩოფურა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 8, გვ. 88-89, თბ., 1984
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პიტნა&oldid=2368167“-დან