ამერი (საფეხბურთო კლუბი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ამერი (თბილისი))
![]() |
|||
| სრული სახელი | ფკ ამერი თბილისი | ||
|---|---|---|---|
| დაარსდა | 2002 | ||
| სტადიონი | ამერის სტადიონი (ტევადობა: 1000 მაყურებელი) |
||
| პრეზიდენტი | |||
| მწვრთნელი | |||
| ლიგა | პირველი ლიგა | ||
| 2008-09 | პირველი ადგილი | ||
|
|
|||
ფეხბურთის კლუბი "ამერი" დაარსდა 2002 წელს თბილისში. 2003 წლიდან ჩაერთო საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში სადაც დაიკავა რეგიონული ლიგის აღმოსავლეთ ზონის ჩემპიონის ”ნორჩი დინამოელის” ადგილი.
- 2003-2004 წლების სეზონში პირველ ლიგაში დაიკავა 16 გუნდიდან მე-12 ადგილი და წესით უნდა გავარდნილიყო, მაგრამ პირველი ლიგის რესტრუქტურიზაციამ "ამერი" რეგიონულ ლიგაში გავარდნისგან იხსნა.
- 2004-2005 წლების სეზონში პირველი ლიგა მოიგეს და გადავიდნენ უმაღლესში.
- 2005-2006 წლების სეზონში უმაღლესში დაიკავეს მე-7 ადგილი, აგრეთვე მოიგეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი - რამაც საშუალება მისცა გასულიყვნენ უეფას თასზე. იქ კი პირველ საკფალიფიკაციო ეტაპზე ერევნის ”ბანანცის” (0-1, 2-1) გავლის შემდეგ ბერლინის "ჰერტასთან" ღირსეულად ითამაშეს და 2-3 დამარცხდნენ 2 მატჩის ჯამში.
- 2006-2007 წლების სეზონში უმაღლესში დაიკავეს მე-3 ადგილი,აგრეთვე კიდევ მოიგეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი-რამაც საშუალება მისცა გასულიყვნენ უეფას თასზე სადაც პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონეთის ’’ბელხატოვთან’’ 2 მატჩიანი დაძაბული ბრძოლის შედეგად(0:2, 2:0) თბილისის მიხელი მესხის სახელობის სტადიონზე თამაში თერთმეტმეტრიანების სერიებამდე მიიყვანეს სადაც სამწუხაროდ ფორტუნამ უღალატათ და დამარცხდნენ.
- 2006 წლის მიწურულს პირველად მოიგეს საქართველოს სუპერთასი ჩემპიონის, ბოლნისის ”სიონის” 1-0 ძლევით.
ტიტულები: საქართველოს პირველი ლიგის გამარჯვებული 2005, საქართველოს თასის მფლობელი 2006; 2007, საქართველოს სუპერთასის მფლობელი 2006; 2007
სტატიის 