აზერბაიჯანელები სომხეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯანელები სომხეთში. 1860 წ.

აზერბაიჯანელები სომხეთში — სომხეთის ეროვნული უმცირესობა. დღეისათვის, არ არსებობს ზუსტი მონაცემები სომხეთში მათი რაოდენობის შესახებ.

სომხეთში აზერბაიჯანელთა რაოდენობა ყარაბაღის კონფლიქტამდე მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ომის შემდგომ მათმა უმრავლესობამ დატოვა საცხოვრებელი ადგილები და საერთოდ, სომხეთი. გაეროს უმაღლესი კომისრის ლტოლვილთა საქმეების მონაცემებით, 2004 წელს სომხეთში ცხოვრობდა მხოლოდ 30 აზერბაიჯანელი. აზერბაიჯანელები თითქმის არ მოიხსენებიან ღია საზოგადოების ინსტიტუტის ანგარიშებში ეთნიკურ უმცირესობათა შესახებ, ისევე, როგორც სხვა სტატისტიკურ წყაროებში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XI—XIV სს. სომხეთის მთიანეთის ტერიტორიაზე დასახლდნენ სელჩუკები. უკვე სელჩუკების პერიოდიდან იწყება სომხეთის მთიანეთზე ადგილობრივი სომეხი და მოსული სელჩუკების მრავალსაუკუნოვანი შერწყმის პროცესი, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდა თემურ-ლენგის შემოსევების შედეგად.

1604 წელს, სპარსეთის და ოსმალეთის იმპერიებს შორის ომის დროს, სპარსეთის შაჰმა აბას I-მა კავკასიაში ტავისი სამფლობელოების შენარჩუნების მიზნით, გამოიყენა გადამწვარი მიწის ტაქტიკა. მან აღმოსავლეთ სომხეთიდან განდევნა ადგილობრივი მცხოვრებნი, რომელთა შორის იყვნენ როგორც ქრისტიანები, ასევე, მუსლიმები. კავკასიის გამოყენებული სომხეთში, გადამწვარი მიწის, რომლის დროსაც მან განდევნა მთელი მოსახლეობის აღმოსავლეთ სომხეთის, ორივე ქრისტიანები და მუსულმანები . არაქელ თავრიზელის თქმით, შაჰ აბასმა გააუდაბურა ღვთისნიერი და ნაყოფიერი სომხეთი. სულ 1604-1605 წწ. ამ ადგილებიდან გადასახლდა 250-დან 300 ათასამდე სომეხი. სპარსელებმა შეძლეს აღმოსავლეთ სომხეთში გამაგრება. თუმცა, მაშინდელი პორტუგალიელი ავტორის ანტონიო დე გუევას ცნობით, მოკლე ხანში აღდგა ქალაქი ერევანი მაგრამ, ამჯერად, ის დასახლებული იქნა მაჰმადიანებით და არა ქრისტიანი სომხებით, რომლებიც შაჰმა სპარსეთის სიღრმეში გადაასახლა.

ჯორჯ ბურნუტიანის აზრით, XVII საუკუნეში აღმოსავლეთ სომხეთში სომხები უმეტესობას შეადგენდნენ, მაგრამ შემდგომში ეს რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

ამავე დროს, XVI-XVII საუკუნეების კავკასიაში არა მხოლოდ სპონტანურად, არამედ განზრახ დასახლდნენ თურქმანი და ქურთი მომთაბარე-მესაქონლე ტომები, რომლებსაც ადგილობრივი მთავრები თავიანთ მხარდამჭერებად მიიჩნევდნენ.

XIX—XX სს.[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

«დიდი და მცირე არარატის ხედი თათართა სოფელ სირბაგანიდან. გრავიურა. 1838 წ.
«ქურთთა და თათართა ჯირითი სარდარ-აბატის ციხის წინ სომხეთში». მხ. გ. გაგარინი. 1847 წ.

XIX საუკუნეში თანამედროვე სომხეთის ტერიტორიაზე მნიშვნელოვან რაოდენობას წარმოადგენდნენ. ბროკჰაუზენისა და ეფრონის ენციკლოპედიის თანახმად, XX საუკუნის დასაწყისში, ერევნის გუბერნიაში (თანამედროვე ნახჩევანის ტერიტორიის ჩათვლით) მოსახლეობის 38%-ს აზერბაიჯანელები შეადგენდნენ, რომლებიც ლექსიკონში მითითებულნი არიანს, როგორც "აზერბაიჯანელი თათრები".

ისტორიკოს ჯორჯ ბურნუთიანის თანახმად, მე-XIX საუკუნის I მეოთხედში მუსლიმები (სპარსელები, აზერბაიჯანელები, ქურთები) შეადგენდნენ ერევნის სახანოს მოსახელობის 80%-ს, დანარჩენ 20%-ს შეადგენდნენ ქრისტიანი სომხები. რონალდ სუნი ერევნის სახანოს მოსახლეობის რაოდენობის შემდეგ ციფრებს ასახელებს 1828 წლის წინ: მუსლიმანები 87 000, სომხები — 20 000. ყველა შემთხვევაში სომხებოი ბევრად ნაკლებია მუსლიმებთან შედარებით.

ერევნის სახანოს რუსეთის იმპერიასტან შეერთების შემდეგ 1828 წელს ამ ტერიტორიაზე მოხდა სპარსეთიდან და თურქეთიდნ სომეხთა მიგრაცია. იმავე დროს მრავალმა მუსულმანმა (აზერბაიჯანელები, ქურთებმა და სხვა) მასობრივად დატოვა საცხოვრებელი ადგილები. ასეთი მიგრაციული პროცესები მცირე მასშტაბებით მთელი XIX საუკუნის მანძილზე ხორციელდებოდა. 1832 წლისათვის ყოფილი ერევნის სახანოს ტერიტორიაზე სომეხთა რაოდენობამ უკვე გადააჭარბა მუსლიმთა რაოდენობას.

ი.შოპენის თანახმად, 1852 წლისათვის ერევანში ცხოვრობდა 5338 აზერბაიჯანელი (შოპენი მათ «თათრებად» მოიხსენიებს). აგრეთვე ამ პერიოდში მდინარე ზანგაზე ( იგივე, მდინარე რაზდანი) თევზჭერას ახორციელებდნენ აზერბაიჯანელები.

ბროკჰაუზენისა და ეფრონის ენციკლოპედიის თანახმად, XX საუკუნის დასაწყისისთვისაზერბაიჯანელები (წყაროში — «აზერბაიჯანელი თათრები») დასახლდნენ «თითქმის მტელ რუსეთის სომხეთში». მათი რაოდენობა ერევნის გუბერნიაში შეადგენდა თითქმის 300 ათას ადამიანს. ეს იყო დაახლოებით, 37,5 %. უმრავლესობა ცხოვრობდა სოფლად და მისდევდა მესაქონლეობას და ხალიჩების ქსოვას. აზერბაიჯანელებმა რიცხობრივად გადააწარბეს სომხებს გუბერნიის შვიდი ოლქიდან ოთხში და თვით ქალაქ ერევანში, სადაც ისინი შეადგენდნენ მოსახლეობის 49 %-ს, ხოლო სომხები 48 %-ს.

მოგზაური ლუიჯი ვილარი 1905 წელს წერს, რომ აზერბაიჯანელებს დიდი რაოდენობით მიწები ერევანში, მაშინ, როცა სომხების დიდი ნაწილი გლეხთა ფენას ეკუთვნოდა.

XX ს. დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნეში მრავალი საუკუნის განმავლობაში სომხეთის ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანელები გადაიქცნენ დაუპატიჟებელ სტუმრებად. ისინი შეეჯახნენ დისკრიმინაციას და სოციალურ შევიწროებას, რამაც ქვეყნის სურათი შეცვალა სერიოზულად. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანელებმა შეძლეს - დარჩენილიყვნენ სომხეთის ყველაზე მრავალრიცხოვან ეროვნულ უმცირესობად. ასე გაგრძელდა ყარაბაღის ომამადე. 1905—1906 წწ. ერევნის გუბერნია წარმოადგენდა სომეხ-თათართა შეჯახების არენას (ცნობილს, თანამედროვეთათვის, როგორც „სომეხ-თათართა ხოცვა-ჟლეტა“.) მრავალთა აზრით, ეს იყო პოვოცირებული რუსეთის ცარიზმის ხელისუფლების მიერ, რომ რუსეთის პირველი რევოლუციიდან ხალხთა მასების ყურადღება გადაეტანა სხვა მიმართულებით.

პირველი რესპუბლიკის წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაძაბულობა გაიზარდა 1918 წელს, როცა სომხეთმა და აზერბაიჯანმა მცირე ხნით მოიპოვეს დამოუკიდებლობა. ორივე სახელმწიფო თავის მოსაზღვრე ტერიტორიაზე ერთნაირად აცხადებდა პრეტენზიას. სამხედრო მოქმედებები განვითარდა ახლადწარმოქმნილ სომხურ სახელმწიფოში ოსმალეთიდან სომხური წარმოშობის ლტოლვილთა მასობრივი გადმოსახლების ფონზე, რომელმაც სომხეთში აზერბაიჯანელთა დევნა გამოიწვია. თითქმის ყველა აზერბაიჯანული წარმოშობის მუსლიმი გარბოდა სომხეთიდან აზერბაიჯანში. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ მუსულმანური სოფლების განადგურებაში ანდრანიკ ოზანიანი და რუბენ ტერ-მინასიანი, რომლებიც არმენიზაციის პოლიტიკას ახორციელებდნენ აღნიშნულ მიწებზე ოსმალეთიდან დევნილი სომხების ჩასახლებით.

1919 წლის არჩევნების მიხედვით სომხეთის რესპუბლიკაში აზერბაიჯანელთა პარტიამ (მაშინდელ აზერბაიჯანელთა ეთნონიმით, „თათართა პარტია“) მაინც შეძლო და ხმების 3,5% შეაგროვა. მან სომხეთის პარლამენტში 3 ადგილი მიიღო.

თომას დე ვაალის ცნობით, დაშნაკთა ლიდერმა გარეგინ ნჯემ 1921 წელს დაიპყრო ზანგეზური და განდევნა იქიდან დარჩენილი აზერბაიჯანელი მოსახლეობა და მიაღწია, როგორც ევფემისტურად გამოხატა სომეხმა ავტორმა მუტაფიანმა, რეგიონის „რეარმენიზაციას“.

საბჭოთა სომხეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გასაბჭოების შემდეგ სომხეთში მცირე რაოდენობით აზერბაიჯანელი დაბრუნდა. 1926 წლის აღწერით დაფიქსირებულია მხოლოდ 78 ათასი აზერბაიჯანელი. 1939 წლისათვის მათი რაოდენობა 131 ათასამდეა გაზრდილი.

1921-1926 წწ. სომხეთის კპ ცკ აზერბაიჯანულ ენაზე გამოსცემდა გაზეთებს „რანჯბარს“ და „ზენგის“. ირევანში შექმნილი იყო აზერბაიჯანელებთან მუშაობის კლუბი და აზერბაიჯანელ ქალთა კლუბი. 1928 წელს დაარსდა ერევნის აზერბაიჯანული თეატრი. ეს იყო სომხეთის ტერიტორიაზე პირველი არასომხური თეატრი. აზერბაიჯანული სკოლების რიცხვი 32-დან 104-მდე გაიზარდა 1922-1924 წწ.

1947 წელს სომხეთის სსრ კომუნისტური პარტიის პირველმა მდივანმა გრიგორ არუთინოვმა მიაღწია სსრკ მინსტრთა საბჭოსაგან დადგენილების — კოლმეურნეთა და სხვა აზერბაიჯანლ მოსახლეთა სომხეთის სსრ-დან აზერბაიჯანის სსრ-ს მტკვარ-არაქსის დაბლობში გადასახლების" მიღებას, რომლის შედეგად "ნებაყოფლობით საწყისებზე" მოხდა 100 ატასზე მეტი აზერბაიჯანელის გადასახლება (სინამდვილეში - დეპორტაცია). აქედან დაიწყო სომხეთში აზერბაიჯანელთა რაოდენობრივი შემცირება და ბოლოს გაქრობა.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყარაბაღის ომი (ყარაბაღის კონფლიქტი) მიმდინარეობდა 1991—1994წწ. ის წარმოადგენდა სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეიარაღებულ ომს მთიანი ყარაბაღის რეგიონზე კონტროლის დასამყარებლად. ბრძოლა ყარაბაღისთვის ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო, რომელიც მაშინ აზერბაიჯანის გამარჯვებით და მასზე კონტროლის დაწესებით დასრულდა. ამჯერად, კონფლიქტი ახალი ძალით განახლდა. კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარეს 90-ან წლებში ფარულად მხარს უჭერდა დსთ. მასში მონაწილეობდნენ, ეგრეთვე, ერთ მხარეს - მთიანი ყარაბაღი და სომხეთი; მეორე მხარეს - აზერბაიჯანი, ჩეჩნები და ავღანელი მოჯაჰედებიც კი. კონფლიქტი სომხეთის გამარჯვებით დასრულდა. მთიანი ყარაბაღი დეფაქტო დამოუკიდებელი გახდა. სომხებმა აზერბაიჯანის ტერიტორიის 20% ოკუპაცია მოახდინეს.

დღეს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Голубая ханская мечеть, шедевр Азербайджанской культуры Средневековья. Иреван,Западный Азербайджан
ცისფერი მეჩეთი. შუა საუკუნეების აზერბაიჯანული კულტურის შედევრი.ირევანი. დასავლეთ აზერბაიჯანი.

1990 წელს ბულდოზერის დახმარებით ვარდანანცის ქუჩაზე განადგურებულ იქნა აზერბაიჯანული მეჩეთი. სხვა კულტურული ნაგებობა, ცისფერი მეჩეთი გამოცხადდა, როგორც „სპარსული მეჩეთი“. ამის მიზანი იყო ლინგვისტური მანიპულაციებით აზერბაიჯანული კვალის ამოშლა სომხეთის ტერიტორიაზე. თურქმანული წარმოშობის გეოგრაფიული ტოპონიმები ასევე მასიურად განადგურდა სომხური ტოპონიმების შეცვლით ჯერ კიდევ 1930-ანი წლებიდან.

2007 თებერვალში სომხეთის მთავრობის აპარატის წარმომადგენელმა ეროვნული უმცირესობებისა და რელიგიის საკითხებში გრანუშ ხარატიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანელები აგრძელებენ სომხეთში ცხოვრებას და მისთვის ცხნობილია ზუსტი რაოდენობაც. თუმცა თავი შეიკავა რაოდენობის დასახელებისაგან და ეს ფაქტი გაამართლა იმით, რომ გაეროს კონვენციის თანახმად, უფლება არ აქვს გაახმაუროს ქვეყანაში მცხოვრებ ამა თუ იმ უმცირესობათა მონაცემები სხვადასხვა საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით.

აღწერის მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხალხი 1939 1959 1970 1979 1989
აზერბაიჯანელები 130,896 (10.2 %) 107,748 (6.1 %) 148,189 (5.9 %) 160,841 (5.3 %) 84,860 (2.6 %)

განსახლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის იმპერიის წლებში, 1912 წლის მონაცემებით, თანამედროვე სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული მოსახლეობით (მაშინდელი ტერმინოლოგიით, „თათრებით“) განსახლებული იყო შემდეგი სოფლები

  • ერევნის ოლქში: კეტრანი, ბეიუკ ვედი, ახუნდ-ბზოვანდი, ნურნუსი, ყარაყოინლუ, ზემო ყარაბაღლარი, ქვემო ყარაბაღლარი, ყარადაღლი.
  • ეჩმიაძინის ოლქში: ბაბაკიში, კეტაკლუ, კიალაშკენდი, იაყუბლუ, აშირაბადი, იარლუ, კიურდალი, ტულინაბი, კირაშლი, ყარაყოვმაზი, ყარაჯალარი, ყარგაბაზარი
  • ახალბაიაზეთის ოლქში: აღყილისა, ტოხლუჯა, აღბულატი, აღზიბირი, არდანიჩი, ბეგლუ-ჰუსეინ-სარაჩლი, ჰაჯიმუხანი, ჯილი, ქარავანსარაი, კუში-დარასი, რახმანკენდი, გიუმუხი, დადაყიშლარი, ყიზილ-ბანკი, ყიზილ-ხარაბა, ყიზყალა, ყუილი, ყარაყალა, ჩობან გერუკმასი, დალაკლიუ, ტაშკენდი.
  • შარურ-დარალაგეზის ოლქში: ალაგეზი, გორსი, ჯანი, ჯანი-ყაბახლუ, აისასი, სალი, კოზულჯა, ყარაყაია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]