აბას II
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
აბას II, (დ. 1633 — გ. 1666), ირანის შაჰი (1642-1666) სეფიანთა დინასტიისა. სეფი I-ის ძე, აბას I-ის შვილისშვილი
1649 დიდ მოგოლთაგან დაიბრუნა ყანდაარი. ხელი შეუწყო რუსეთსა და ევროპის ქვეყნებთან ირანის სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას. ცდილობდა განეხორციელებინა აბას I-ის დამპყრობლური გეგმები კახეთის მიმართ, რამაც გამოიწვია სახალხო აჯანყება კახეთში (კახეთის აჯანყება 1659). აბას II-ის დროს ირანის პოლიტიკური და კულტურულ სარბიელზე მრავალი ქართველი მოღვაწეობდა (როსტომ-ხან სააკაძე, ფარსადან გორგიჯანიძე და სხვა).
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ფუთურიძე ვ., ქართველი მოღვაწენი ირანის კულტურულ ასპარეზზე, «ანალები», 1947, ტ. 1;
- ქსე, ტ. 1, გვ. 14, თბ., 1975