აბას III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბას III
სეფიანთა ირანის მე-11 შაჰი[1]
მმართ. დასაწყისი: 1732
მმართ. დასასრული: 1736
წინამორბედი: თამაზ II
მემკვიდრე: ნადირ-შაჰი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: იანვარი, 1732
გარდ. თარიღი: თებერვალი, 1740
გარდ. ადგილი: საბზევარი
სრული სახელი: აბას მირზა მეჰვილი
დინასტია: სეფიანები
მამა: თამაზ II
რელიგია: შიიტური ისლამი

აბას III (სპარს. شاه عباس سوم, დ. იანვარი, 1732 — გ. თებერვალი, 1740) — სეფიანების დინასტიის ბოლო, მეთერთმეტე წარმომადგენელი, ირანის ნომინალური შაჰი 1732-1736 წლებში, შაჰ-თამაზ II-ისა და შაჰფური ბეგუმის ვაჟი.

იგი ახლადდაბადებული იყო, როდესაც 1732 წელს, ნადირ ხანმა (მომავალში ნადირ-შაჰმა), მამამისი ტახტიდან გადააყენა და მისი სამწლიანი მმართველობა დაასრულა, ხოლო ჩვილი აბასი ირანის შაჰად გამოაცხადა. რა თქმა უნდა, აბასი იყო ირანის ნომინალური მმართველი, სინამდვილეში ირანს ნადირ-ხანი მართავდა.

4 წლის შემდეგ, ნადირ-ხანმა აბასიც გადააგდო ტახტიდან და ტახტზე თავად ავიდა ნადირ-შაჰის სახელით. ამით დასრულდა სეფიანების თითქმის ორ საუკუნენახევრიანი მმართველობა. ნადირ შაჰი ტყვეობაში ამყოფებდა თამაზსა და მის მცირეწლოვან შვილს. 1740 წელს, როდესაც ნადირ-შაჰი ლაშქრობაში იმყოფებოდა, მისმა ვაჟმა შეიტყო, რომ იგი გარდაიცვალა და იმისთვის, რომ ტახტის შემცილებელი არავინ ჰყოლოდა, ყოფილი შაჰების: თამაზ II-ისა და აბასის სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Michael Axworthy Sword of Persia: Nader Shah: From Tribal Warlord to Conquering Tyrant (IB Tauris, 2006)
  • L. Lockhart, Nadir Shah, London, 1938
  • R.M. Savory, Encyclopaedia Iranica

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]