აურანგზები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პრინცი აურანგზები სპილოს წინაშე
ვარანასი, აურანგზების მეჩეთი

აურანგზები (დ. 3 ნოემბერი, 1618 – გ. 3 მარტი, 1707, აჰმადნაგარი) — დიდ მოგოლთა იმპერიის უკანასკნელი მბრძანებელი 1658-1707 წწ., შაჰ-ჯაჰანის მესამე ძე. 1636-1644 წწ. და 1652-1657 წწ. იყო დეკანის გამგებელი. ვერაგულად მოკლა თავისი სამი ძმა დაატყვევა მამა და „ალამგირის“ („ქვეყნის მპყრობელის“) წოდებით სათავეში ჩაუდგა იმპერიას. აურანგზები იბრძოდა ყანდაარის, ბალხას, აჰმადნაგარის, ბიჯაპურის და გოლკონდის დასაპყრობად. ომით გამოწვეული ხარჯების დასაფარავად გაზარდა გადასახადები, აღადგინა ჯიზია, ატარებდა მუსულმანური შეუწყნარებლობის პოლიტიკას. არბევდა ინდოელთა ტაძრებს, ახდენდა ინდოელი ვაჭრების ქონების კონფისკაციას, ძალით იერთებდა ინდოელ ფეოდალთა სამფლობელოებს, რასაც მოჰყვა მარატჰების (შივაჯის ხელმძღვანელობით), რაჯპუტების, სიქჰები აჯანყებები. აურანგზების მეფობაში ინდოეთში დამკვიდრდნენ ევროპული სავაჭრო კომპანიები. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში აურანგზებს აუჯანყდნენ საკუთარი შვილები. მისი სიკვდილის შემდეგ დიდ მოგოლთა იმპერია საბოლოოდ დაიშალა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]