მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

ინდოჩინეთის მეორე ომი, ვიეტნამის ომი1964-1975 წლებში ინდოჩინეთში მიმდინარე ომი: ერთი მხრივ სახმელეთო ომი სამხრეთ ვიეტნამსა და სასაზღვრო რეგიონებში, კამბოჯასა და ლაოსში და მეორე მხრივ ჩრდილოეთ ვიეტნამის დაბომბვა (ოპერაცია როლინგ სანდერი).

კონფლიქტს ვიეტნამში ამერიკის ომი ეწოდება. სინამდვილეში ამერიკის ვიეტნამში ინტერვენცია იყო 30 წლის განმავლობაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის მწვერვალი, რომელიც 1945-1946 წლებში საფრანგეთის კოლონიალური ჯარების ქვეყანაში დარჩენამ გამოიწვია.

სიახლეები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


29 აპრილი — ამ დღეს...

ჯეიმზ კუკი
ჯეიმზ კუკი
  • 1672 : საფრანგეთ-ჰოლანდიის ომი: ლუი XIV-მ დაიპყრო ნიდერლანდები.
  • 1770 : ინგლისელი კაპიტანი ჯეიმზ კუკი (სურათზე) პირველად გადავიდა ავსტრალიაში.
  • 1832 : ევარისტ გალუა გაათავისუფლეს ციხიდან.
  • 1970 : ვიეტნამის ომი: აშშ–მა და სამხრეთ ვიეტნამის ძალებმა ვიეტ კონგზე ნადირობის მიზნით, კამბოჯა დაიპყრეს.
  • 1945 : გერმანულმა არმიამ იტალიაში უსიტყვო კაპიტულაცია გამოაცხადა.
  • 1991 : რაჭაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
  • 2004 : Oldsmobile-მა გამოუშვა საფინალო მანქანა კომპანიის 107 წლისთავზე.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი