ჯონსტონი
მშობ. სახელი: ინგლ. Johnston Atoll | |
---|---|
რიფ კინგმენის რუკა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 16°45′00″ ჩ. გ. 169°31′00″ დ. გ. / 16.75000° ჩ. გ. 169.51667° დ. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 4 |
მთავარი კუნძული | ჯონსტონი |
ფართობი | 2,67 კმ² |
სანაპიროს სიგრძე | 34 კმ |
უმაღლესი წერტილი | 5 მ |
ქვეყანა | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 0 (2014) |
ჯონსტონი (ინგლ. Johnston Atoll) — კუნძულთა ჯგუფი წყნარი ოკეანის ჩრდილოეთით, 1328 კმ-ში (717 საზღვაო მილი) სამხრეთ-დასავლეთით ჰონოლულუდან (ჰავაი) — ჰავაისა და მარშალის კუნძულებს შორის გზის ერთი მესამედი. ამერიკის შეერთებული შტატების არაინკორპორირებული არაორგანიზებული დაუსახლებელი ტერიტორია (ანუ, ფორმალურად არ შედის აშშ-ის შემადგენლობაში, მაგრამ მისი სამფლობელოა).
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძული | 1942 წლის მონაცემები (ჰა) |
1964 წლის მონაცემები (ჰა) |
---|---|---|
ჯონსტონის კუნძული | 19 | 241 |
სენდის კუნძული | 4 | 9 |
ჩრდილოეთის (Akau) კუნძული | - | 10 |
აღმოსავლეთის (Hikina) კუნძული | - | 7 |
ხმელეთის ფართობი (ჯამი) | 23 | 267 |
ჯონსტონის ატოლი | 13 000 | 13 000 |
ატოლის ფართობია — 2,67 კმ². სანაპირო ზოლის სიგრძე — 34 კმ.
ატოლის შიდა წყლებს აქვს სიგანე 12 საზღვაო მილი, ეკონომიკურ ზონას — 200 საზღვაო მილი.
კლიმატი ტროპიკულია; უფრო მეტად მშრალი; მუდმივად ჩრდილო-აღმოსავლეთის პასატები მცირე სეზონური ტემპერატურული ცვლილებებით. რელიეფი უფრო მეტად გასწორებული, მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან — 5 მეტრი.
ბუნებრივი რესურსები: გუანოს მარაგი მუშავდებოდა მათ გამოლევამდე — 1890 წლამდე; ატოლზე არ არსებობს მტკნარი წყლის წყაროები.
ატოლი შედგება კუნძულთა ორი ჯგუფისაგან, გაქვავებული მარჯნის რიფებისგან. კუნძულები ჯონსტონი და სენდი — ბუნებრივი კუნძულებია, რომლებიც გაფართოვდნენ მარჯნული დრაგით; ჩრდილოეთი კუნძული (აკაუ) და აღმოსავლეთი კუნძული (ჰიკინა) — ხელით შექმნილი კუნძულებია, ჩამოყალიბებულები მარჯნული დრაგით. კვერცხის ფორმის რიფი — 34 კმ პერიფერიაში — დაკეტილია მნახველებისათვის. ძველად ის იყო ამერიკული ბირთვული იარაღის გამოცდის ადგილი. ატოლ ჯონსტონის მნახველთათვის ნებადართულ ნაწილში მდებარეობს ქიმიური ნივთიერების (JACADS)-ის განადგურების სისტემა; სისტემის მოწყობილობათა უმრავლესობა დემონტირებულია, ხოლო გაწმენდა 2004 წლისთვის უნდა დამთავრებულიყო. კუნძულებზე არსებობს დაბალი სიმაღლის მცენარეულობა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველმა ევროპელმა ატოლი აღმოაჩინა 1796 წლის 2 სექტემბერს, როდესაც ამერიკული ბრიგი «სალი» შემთხვევით ატოლ ჯონსტონთან შორიახლოს რიფზე შეჯდა. გემის კაპიტანმა ჯოზეფ პირპონტმა გამოაქვეყნა თავისი ანგარიში რამდენიმე ამერიკულ გაზეთში და შემდეგ წელს დაასახელა კუნძულ ჯონსტონის და ქვიშოვანი კუნძულის ზუსტი მდებარეობა რიფის ნაწილთან ერთად. მაგრამ მას არ დაურქმევია მათთვის სახელები და არ გამოუთქვია კუნძულებზე პრეტენზია. კუნძულებს სახელი ოფიციალურად არ დარქმევია იქამდე, სანამ სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემ «კორნუოლისის» კაპიტანმა ჩარლზ ჯ. ჯონსტონმა არ შეამჩნია ისინი 1807 წლის 14 დეკემბერს.
1858 წელს უილიამ პარკერი და რ. რაიანი გემით «პალესტინა» გაემართნენ ატოლ ჯონსტონის მოსაძებნად. იმ დროისათვის ატოლ ჯონსტონზე პრეტენზიას აცხადებდნენ აშშ და ჰავაის სამეფო. 1858 წლის ივნისში სამუელ ალენმა სპორტული აფრიანი გემით «კალამა» მიაღწია ატოლს, ჩამოხსნა იქ აღმართული აშშ-ის დროშა და აღმართა ჰავაის დროშა. 1858 წლის 27 ივლისს ატოლი გამოცხადდა ჰავაის სამეფოს სამფლობელოს ნაწილად. მაგრამ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ატოლზე უკვე აღმართული იყო აშშ-ის დროშა, ჰავაელთა მეფემ გააუქმა ჰავაის იურისდიქცია ატოლზე. 1890 წლისთვის გუანოს მარაგი უკვე ამოწურული იყო და ატოლი აღარ წარმოადგენდა აშშ-ის ინტერესთა სფეროს «გუანოს შესახებ კანონის» ფარგლებში.
1923 წლის 10 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით ატოლი პირველად იქნა გადაღებული აეროფოტოგადაღების დახმარებით.
1923 წელს აშშ-ის პრეზიდენტის კალვინ კულიჯის № 4467 ბრძანებით ატოლ ჯონსტონის სტატუსი გახდა, როგორც ფრინველთა ფედერალური თავშესაფარი და მისი კონტროლის განხორციელება დაევალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
1858 წელს აშშ-მა და ჰავაის სამეფომ მოახდინეს ატოლ ჯონსტონის ანექსია, მაგრამ მხოლოდ აშშ აწარმოებდა მასზე სამეურნეო საქმიანობას — ამუშავებდა გუანოს მარაგს XIX საუკუნის 80-იანი წლების ბოლომდე. 1926 წელს კუნძულები ჯონსტონი და სენდი გამოცხადდა ბუნებრივ რეზერვაციად. 1934 წელს ატოლზე აშენდა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზა, ხოლო შემდგომში, 1948 წელს, აქ განლაგდა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები. 1950—60-იან წლებში ატოლის არეალში წარმოებდა მაღლივი ბირთვული გამოცდები, კერძოდ, 1962 წლის 9 ივლისს ექსპერიმენტ Starfish Prime-ის ფარგლებში განხორციელდა ბირთვული აფეთქება 400 კმ სიმაღლეზე.
2000 წლების ბოლომდე ატოლი გამოიყენებოდა ქიმიური იარაღის შესანახად და დასამარხად. დღეისათვის ქიმიური იარაღი განადგურება შეწყვეტილია. ტერიტორიის გასუფთავება და საწარმოების დაკეტვა სავარაუდოდ უნდა დამთავრდეს 2004 წელს.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძველად ატოლზე საშუალოდ იმყოფებოდა 1100 ადამიანი — სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი. 2001 წლის სექტემბრის მონაცემებით ატოლის მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის წყნარი ოკეანის ქიმიური დანიშნულების ჯარებმა (US Army Chemical Activity Pacific, USACAP) დატოვეს ატოლი. 2004 წლის იანვარში კუნძულების მოსახლეობის რაოდენობა ცოტათი აჭარბებდა 200 ადამიანს, რომლებსაც შეადგენენ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების და აშშ-ის ცხოველთა დაცვისა და მცენარეული რესურსების სამმართველოს (US Fish and Wildlife Service) თანამშრომლები.
ადგილობრივი მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ატოლი ჯონსტონი იმართება ჰონოლულუდან (ჰავაი) წყნარი ოკეანის სამხედრო-საჰაერო ძალების, სამხედრო-საჰაერო ძალების და აშშ-ის ცხოველთა დაცვისა და მცენარეული რესურსების სამმართველოს ხელმძღვანელებისგან. ატოლზე მოქმედებს აშშ-ის საკანონმდებლო სისტემა, გამოიყენება აშშ-ის დროშა. სტატისტიკური მიზნებისთვის ატოლი მიეკუთვნება აშშ-ის მიმდებარე მცირე კუნძულების ჯგუფს.
სამეურნეო საქმიანობა შეზღუდულია ატოლზე განლაგებული აშშ-ის სამხედრო სამსახურების მომარაგებით და კონტრაქტული სამოქალაქო პერსონალით. ყველა საკვები და სამრეწველო საქონელი შემოტანილია.
მოქმედებს პორტი «ჯონსტონის კუნძული», აეროპორტი მყარი საფარით, რომლის ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის სიგრძე დაახლოებით 3 კმ-ია.
|