ჰავაი
Jump to navigation
Jump to search
ჰავაი (ინგლ. Island of Hawai'i) — ვულკანური კუნძული, ჰავაის კუნძულების უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მდებარეობს წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში. მისი ფართობი შეადგენს 4028 კვადრატულ მილს (10 432 კმ²) და ფართობის მხრივ აშშ-ში პირველი ადგილი უკავია, ხოლო მსოფლიოში 76-ე ადგილს იკავებს. ეს კუნძული შედის ჰავაის ოლქის შემადგენლობაში, რომელიც ჰავაის შტატის ერთ-ერთი ოლქია. ჰავაის ხშირად „დიდ კუნძულს" უწოდებენ. ეს ტერიტორიები პირველად კაპიტანმა ჯეიმზ კუკმა აღმოაჩინა.
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კუნძულის მთელი ტერიტორია დაფარულია მნიშვნელოვანი და მოქმედი ვულკანებით, სწორედ ამიტომ ჰავაის ყოფენ ხუთ გეოლოგიურ ზონად. კუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს ჰავაის ვულკანების ეროვნული პარკი. აქ ყველაზე მაღალი წერტილია ვულკანი მაუნა-კეა 4205 მეტრი ზღვის დონიდან.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 587, თბ., 1987 წელი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: