შინაარსზე გადასვლა

ჯიზახის ოლქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
ჯიზახის ოლქი
უზბეკ. Jizzax viloyati
ქვეყანა უზბეკეთის დროშა უზბეკეთი
ადმ. ცენტრი ჯიზახი
კოორდინატები 40°25′00″ ჩ. გ. 67°40′00″ ა. გ. / 40.41667° ჩ. გ. 67.66667° ა. გ. / 40.41667; 67.66667
დაარსდა 29 დეკემბერი, 1973
ფართობი 20500 კმ², 21200 კმ²
მოსახლეობა 1 250 100 (2015)
სასაათო სარტყელი UTC+05:00
ოფიციალური საიტი http://www.jizzax.gov.uz/
ჯიზახის ოლქი — უზბეკეთი
ჯიზახის ოლქი

ჯიზახის ოლქი (ვილაეთი) (უზბეკ. Jizzax viloyati) — უზბეკეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ჯიზახი.

შეიქმნა 1973 წლის 29 დეკემბერს. მდებარეობს რესპუბლიკის ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილში. ფართობი 20.5 ათასი კმ². ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მშიერი სტეპის ფარგლებშია. ჰავა მკვეთრად კონტინენტურია. მთავარი მდინარეებია სანზარი და ზაამინეუ. დიდი წყალსაცავია აიდარქოლის ტბაზე. განვითარებულია საშენ მასალათა, მსუბუქი, კვების მრეწველობა. სოფლის მეურნეობაში დიდი როლი ენიჭება რწყვას (სამხრეთის მშიერი სტეპის არხი და სხვა). მოყავთ მარცვლეული (ხორბალი, ქერი, სიმინდი) და ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურები. განვითარებულია მეყარაკულეობა, სახორცე-სარძეო მეცხოველეობა, მეაბრეშუმეობა.

ჯილდოები და მედლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლქი დაჯილდოებულია ლენინის ორდენით (1977).