შინაარსზე გადასვლა

ჭაპალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ჭაპალა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი ბოლნისის მუნიციპალიტეტი
თემი ნახიდური
კოორდინატები 41°26′10″ ჩ. გ. 44°38′05″ ა. გ. / 41.43611° ჩ. გ. 44.63472° ა. გ. / 41.43611; 44.63472
ადრეული სახელები ქოჩულო
ცენტრის სიმაღლე 480 მეტრი
მოსახლეობა 1121[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა აზერბაიჯანელები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჭაპალა — საქართველო
ჭაპალა
ჭაპალა — ქვემო ქართლი
ჭაპალა
ჭაპალა — ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ჭაპალა

ჭაპალა (ყოფ. ქოჩულო) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ნახიდურის თემში. [1] მდებარეობს მდინარე მაშავერის მარჯვენა სანაპიროზე. ბოლნისიდან დაშორებულია 10 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1121 კაცი.

სოფელთან, მდინარეების მაშავერასა და ბოლნისისწყლის შუასაყარის მარჯვნივ 2-3 კმ-ზე, დგას შუა საუკუნეების ციხესიმაგრე. ციხის ძირში ნასოფლარი და 2 ეკლესიის ნანგრევებია. იქვე, მდ. მაშავერაზე, XVII ს. ქვის თაღიანი ხიდია.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1623
2014[1] 1121 549 572
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა