რაჭისუბანი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რაჭისუბანი.
სოფელი
რაჭისუბანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი ბოლნისის მუნიციპალიტეტი
თემი რაჭისუბანი
კოორდინატები 41°26′55″ ჩ. გ. 44°35′54″ ა. გ. / 41.44861° ჩ. გ. 44.59833° ა. გ. / 41.44861; 44.59833
ადრეული სახელები სავანეთი
ცენტრის სიმაღლე 550
მოსახლეობა 597[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
რაჭისუბანი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
რაჭისუბანი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი)
რაჭისუბანი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი) — ქვემო ქართლი
რაჭისუბანი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი)

რაჭისუბანი (ყოფ. სავანეთი) — სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტში,[1] თემის ცენტრი (სოფლები: რაჭისუბანი, სამტრედო, ვანათი, ხატისსოფელი).

მდებარეობს მარნეულის ვაკის დასავლეთ კიდეში. მდინარე მაშავერის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 550 მეტრზე. ბოლნისიდან დაშორებულია 5 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 597 კაცი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში მდინარე მაშავრეზე შემორჩენილია 1651 წლის ხიდი.. საბჭოთა პერიოდში შედიოდა ბოლნისის საქალაქო საბჭოში. მოქმედებდა მევენახეობის მეურნეობა. 1960-იან წლებში სოფლის განაპირას აღმოაჩინეს სამკურნალო მინერალური წყალი „ბოლნისი“. წყაროსთან დასასვენებელი პუნქტია მოწყობილი. „ბოლნისის“ წყლის ჩამოსასხმელი ქარხანა 1984 წლის მონაცემებით წელიწადში უშვებდა 10 მლნ. ბოთლს. მინერალური წყლის გასწვრივ, გზიდან ჩრდილოეთით მდებარე კლდოვან მასივზე, 2005 წელს დაიდგა საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ და დაკარგულ ბოლნისელ მეომართა ხსოვნის მემორიალი, რომელიც არწივის კლანჭებიანი დაჩეხილსხეულიანი მებრძოლის სახითაა წარმოდგენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.