ბოლნისი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
ბოლნისი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°22′39″ ჩ. გ. 44°30′03″ ა. გ. / 41.37750° ჩ. გ. 44.50083° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 620 მ |
მოსახლეობა |
![]() |
ეროვნული შემადგენლობა | სომხები 92 %, აზერბაიჯანელები 7 %, ქართველები 1 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ბოლნისი (ყოფილი ბოლნის-ხაჩინი) — სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი[1] მდებარეობს ქვემო ქართლის ვაკეზე, მდინარე ბოლნისისწყლის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 620 მეტრზე. ბოლნისიდან დაშორებულია 9 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1534 კაცი. სოფელში მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების სახელგანთქმული ძეგლი ბოლნისის სიონი. სოფლის განაპირას მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი წუღრუღაშენი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 452.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 455.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
|