ტანძია
იერსახე
| სოფელი | |
|---|---|
|
ტანძია | |
|
ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | ქვემო ქართლი |
| მუნიციპალიტეტი | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ტანძია |
| კოორდინატები | 41°26′39″ ჩ. გ. 44°21′04″ ა. გ. / 41.44417° ჩ. გ. 44.35111° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 840 მ |
| მოსახლეობა |
|
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ტანძია — სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ტანძიის თემში.[1] მდებარეობს ქვემო ქართლის ბარის დასავლეთ ნაწილში, მდინარე ხრამის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 840 მეტრზე. ბოლნისიდან დაშორებულია 16 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 518 კაცი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტანძიაში დაიბადა სულხან-საბა ორბელიანი, აქვეა მისი სახელობის ლიტერატურული მუზეუმი.
სოფელში შემონახულია ორი ეკლესია და სასახლის ნანგრევები. ერთი ეკლესია აუგია პაპუნა ორბელიანს 1670 წელს, ხოლო მეორე, წმინდა ნიკოლოზის ეკლესია – სულხან-საბას მამას, ვახტანგ მდივანბეგს.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2014[1] | 518 | 255 | 263 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 658.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.