შუახმელეთის საკვები და სასმელი
აქ მოცემულია გამოგონილი საჭმელ-სასმელი, რომელიც აღწერილია მხოლოდ ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის ლეგენდარიუმში.
საკვები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თაფლაკვერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თაფლის ორჯერ გამომცხვარი კვერი, რომლის რეცეპტი მხოლოდ ბეორნის საგვარეულომ იცოდა. კვერები მოგზაურების საკვებს წარმოადგენდა და მოგზაურებს დიდი ხნით ანაყრებდა, მაგრამ, დიდი რაოდენობით თაფლის შემცველობის გამო, წყურვილის გრძნობას აძლიერებდა.
კრამი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ესგაროთელი და ველის მაცხოვრებელი ადამიანების მიერ მომზადებული ორცხობილა, რომლებსაც მოგზაურებისთვის ამზადებდნენ (როგორც თაფლაკვერი და ლემბასი). ლემბასებისგან და თაფლაკვერებისგან განსხვავებით, კრამი ნაკლებად გემრიელი იყო, თუმცა თაფლაკვერებზე მეტად ანაყრებდა მოგზაურს.
ლემბასი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ელფების საგზაო პური, რომელსაც ჯერ კიდევ პირველ ეპოქაში ამზადებდნენ. ლემბასი ბევრად ნოყიერია კრამზე და გემოვნური თვისებებით აღემატება თაფლაკვერებს. ლემბასი გარედან ღია ყავისფერი, შიგნიდან კი თეთრი ფერისაა და მისი ერთი ნაჭერი მთელი დღის სამყოფ საკვებად ითვლება. ლემბასი დიდი ხნის განმავლობაში არ ფუჭდება, თუმცა გემოს შესანარჩუნებლად მალორნის ფოთლებში გახვეულს ინახავენ. ლემბასის რეცეპტს ელფები საიდუმლოდ ინახავენ. ფაქტია, რომ წყვდიადის არსებებს, მაგალითად, ორკებს ან გოლუმს (მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ოდესღაც ჰობიტი იყო) ლემბასით კვება არ შეუძლიათ.
სასმელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ენტების სასმელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ენტების სასმელი იყო წყალი, რომელიც ამოღებული იყო ფანგორნის მთის წყაროებიდან, ეს წყლები წარმოადგენდნენ მდინარე ენტმრწყველი სათავეებს და მათ განსაკუთრებული თვისებები ჰქონდათ. ენტები მას გამოსაცოცხლებლად სვამდნენ, თუმცა ადამიანებზე სასმელს სხვანაირი ეფექტი ჰქონდა — სიმაღლეში შესამჩნევლად ზრდიდა, რაშიც არაგორნი, ლეგოლასი და გიმლი დარწმუნდნენ, როდესაც ჰობიტისთვის უჩვეულოდ გამაღლებულ მერის დაპიპინს შეხვდნენ. გამოსაცოცხლებელ ეფექტი ჰქონდა მდინარე ენტმრწყველსაც, მაგრამ ის შედარებით სუსტი იყო.
მირუვორი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ელფების თბილი და გამომაცოცხლებელი სასმელი, რომლის მომზადების საიდუმლოს ელფები მკაცრად ინახავენ. მირუვორს ელფები ძირითადად დღესასწაულების დროს იყენებდნენ, იგი დამლევს ათბობდა და ძალებს აღუდგენდა. ლისე-მირუვორ ელფურად ტკბილ თაფლს ნიშნავს, ამიტომაც ვარაუდობენ, რომ იგი ძირითადად თაფლისგან მზადდება. შუაველიდან წამოსვლისას ბეჭდის საძმოს ელრონდმა ცოტაოდენი მირუვორი გაატანა, ვინაიდან მისი მარაგი ცოტა იყო, განდალფი მას მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში იყენებდა: პირველად მაშინ დაალევინა საძმოს წევრებს, როდესაც კარადრასის უღელტეხილზე გადადიოდნენ, მეორედ — უღელტეხილიდან ჩამოსვლამდე, ხოლო მესამედ — როდესაც მორიაში შევიდნენ, ამის შემდეგ მათ მირუვორი აღარ დარჩათ.
ორკების სასმელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ სასმელს ორკები მარშ-ნახტომების დროს გამოსაცოცხლებლად და ძალების აღსადგენად იყენებდნენ, მისი შემადგენლობა უცნობია, მაგრამ იგი საკმაოდ მწარე იყო, დამლევს მთელ შიგნეულობას უხურებდა და ტკივილის გრძნობას უცხრობდა. როდესაც სარუმანის ურუკებს იზენგარდში დატყვევებული მერი და პიპინი მიჰყავდათ, მათი მეთაური, უგლუკი, ჰობიტებს ამ სასმელს აძლევდა, რომ მოღონიერებულიყვნენ და თავად ევლოთ. მიუხედავად თავისი თვისებებისა, მირუვორისგან განსხვავებით, სასმელი დამლევს სიამოვნებას არ ანიჭებდა.
ღვინო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ღვინო შუახმელეთის კულტურაში ერთ-ერთი გამორჩეული ელემენტია. ძირითადად, ღვინის მხარედ დორვინიონი ითვლებოდა. ყურძენი იზრდებოდა ჩინებულ ბაღებში, ღვინოსაც განსაკუთრებული გემო ჰქონდა. ვენახები მაზრაში, სამხრეთ ფართინგშიც მდებარეობდა.
პირველად ღვინოს ახსენებენ „ჰობიტში“ - მას ითხოვენ განდალფი და თორინი, ბილბოსთან სტუმრობისას.
თუმცა, „ჰობიტში“ უფრო მეტად ცნობილია თრანდუილის სამეფო. ყველას ახსოვს ხალისიანი ელფები, რომელთა განწყობას ღვინო უფრო მეტად ამძაფრებდა. ღვინის დიდ კასრებს ისინი საექსპორტოდ, მდინარისპირა ქალაქში უშვევდნენ და ბილბო ბეგინსმა სწორედ ასე შეძლო ბნელტევრის ტყვეობიდან მეგობარი ჯუჯებისა და საკუთარი თავის გადარჩენა.
საგულისხმოა, რომ ბილბოს მამა ბანგო ბეგინსი თავად ფლობდა ღვინით სავსე საწყობს, რომლის დიდი შიგთავსი მისმა შვილმა შემდგომში რორი ბრენდიბაკს დაუტოვა. ფროდო ბეგინსმა ისარგებლა ამ საცავით, როდესაც ბეგ ენდს 3018 წლის დეკემბერში ტოვებდა - შესვა რა მეგობრებთან ერთად მასში დარჩენილი ღვინო.
ღვინო ნახსენებია „ორ ციხე-კოშკშიც“ - ეოვინი აწვდის სასმელს მეფე თეოდენსა და მომავალ მეფე ელესარს (არაგორნს). იგი კიდევ ერთხელ სთავაზობს მას ღვინოს, როდესაც ელესარიმკვდართა ბილიკს დაადგება, „მეფის დაბრუნებაში“.
ღვინით დაინტერესება იგრძნობოდა ლეგოლასისგან, როდესაც მან მერისა და პიპინს იზენგარდში ჰკითხა, თუ სად იპოვეს იგი.
ჰენეთ ანუნზე ფარამირმა ფროდოსა და სემ გემჯის მიაწოდა ღია ფერის ღვინო, რომელმაც ისინი მეტი ენერგიით დამუხტა. საინტერესოა, რომ ფროდო კვლავ მშვიდად იყო, მაგრამ სემზე ღვინომ უფრო მეტად იმოქმედა და სწორედ მაშინ გათქვა მოგზაურობის ნამდვილი მიზეზი - ერთი ბეჭედი. თუმცა ფარამირი ინარჩუნებს კეთილშობილებას და არ უჩნდება ბეჭდის გონდორში წაღების სურვილი.
მინას ტირითში ყოფნისას პიპინს დენეთორმა შესთავაზა ღვინო. კორმალენის მინდორზე გამარჯვების შემდეგ პიპინმა და მერიმ ღვინო მიართვეს მეფე ელესარსა და მეფე ეომერს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ინფორმაცია დაარქივებული 2016-01-04 საიტზე Wayback Machine. საიტზე Thain's Book დაარქივებული 2014-12-18 საიტზე Wayback Machine.
|