შალვა ქვასროლიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შალვა (დათო) იაკობის ძე ქვასროლიაშვილი
გარდაცვალების თარიღი 13 აპრილი, 1989
თბილისი
მეუღლე(ები) თამილა
შვილ(ებ)ი ნელი, ირაკლი, ზინა
მშობლები მამა: იაკობ ქვასროლიაშვილი
დედა: თამარი
ჯილდოები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი

შალვა ქვასროლიაშვილი (დ. 1954, სოფელი აკურა[1], თელავის რაიონი — გ. 13 აპრილი, 1989, თბილისი) — 9 აპრილის ტრაგედიის გმირი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შალვა ქვასროლიაშვილი დაიბადა 1954 წელს. აკურის საშუალო სკოლაში შევიდა 1961 წელს. დაასრულა 1970-71 წელს. დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. მუშაობდა მუსიკის მასწავლებლად თელავის სკოლებში.

1989 წლის 13 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. დაკრძალეს 18 აპრილს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში[2].

ვიკიციტატა
„მაშინ როცა უკვე არაერთგზის გამოქვეყნდა ცნობა, რომ ტრაგედიის დღეებში დაიღუპა 18 კაცი, მათი სია გამოქვეყნებულია. საუბედუროდ, ამ სამწუხარო სიას 13 აპრილს დაემატა კიდევ ერთი კაცი — თელავის რაიონის სოფელ აკურის მცხოვრები 35 წლის შალვა იაკობის ძე ქვასროლიაშვილი. დღეისათვის საავადმყოფოებშია 103 დაშავებული[3].“

2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა[4].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გვერდწითელი გ., „9 აპრილი“, თბ., 1990

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]