ტერეზინის დეკლარაცია
ტერეზინის დეკლარაცია – არასავალდებულო (ფაკულტატური) სახის დეკლარაცია, რომელიც გამოიცა 47 ქვეყნის მიერ 2009 წლის ივნისში, რომელიც ათანხმებს ზომებს ეკონომიკური ზიანების გამოსასწორებლად, რაც თან ახლდა ჰოლოკოსტს ევროპაში, ნაცისტების მიერ ებრაელებისა და სხვა ხალხების დევნის დროს. დეკლარაცია არ წარმოადგენს ხელშეკრულებას ან იურიდიულად სავალდებულო საერთაშორისო შეთანხმებას.[1] ჰოლოკოსტის ეპოქის აქტივების კონფერენცია გაიმართა ქალაქ ტერეზინში, ჩეხეთში, ტერეზინის გეტოს ადგილზე.[2][3] ერთი წლის შემდეგ 43 ხელმომწერმა ქვეყანამ (ბელარუსის, მალტას, რუსეთისა და პოლონეთის გარდა) მხარი დაუჭირა თანმხლებ დოკუმენტს, კერძოდ „2010 წლის ხელმძღვანელი პრინციპების და უძრავი ქონების დაბრუნებისა და კომპენსაციის საუკეთესო პრაქტიკის“ შესახებ დოკუმენტს, რომელიც ადგენს უძრავი ქონების დაბრუნების საუკეთესო პრაქტიკას. სახელმძღვანელოს თანახმად, უპირატესობა ენიჭება თვით ქონების დაბრუნებას (მიმართებაში), თუმცა, როდესაც ეს ფაქტობრივად შეუძლებელია, შესაძლებელია გადახდილი იყოს საფასური ან გადაეცეს სხვა ქონება, რომელიც არის „ნამდვილად სამართლიანი და ადეკვატური“.[2][4] დეკლარაციას არ აქვს იურიდიული ძალა და ის არ განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ჩართულმა ქვეყნებმა მისი განხორციელება (შესრულება).[5]
ჰოლოკოსტის დროს, ებრაელთა ქონების ძარცვა ორგანიზებულად და ყოვლისმომცველი მასშტაბით მოხდა. ომის შემდეგ, როდესაც ზოგიერთმა ებრაელმა ქონება უკან დაიბრუნა, ეს გამონაკლისის სახეს ატარებდა. პირები, რომლებიც მიითვისეს გაძარცვული ქონება, თვლიდნენ მას საკუთარ ქონებად და წყინდათ, რომ გადარჩენილ ებრაელება უკან სურდათ თავიანთი ქონება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ქვეყანამ მიიღო შესაბამისი კანონები ქონების დაბრუნების შესახებ, ხშირ შემთხვევაში ეს მხოლოდ ქაღალდზე მოქმედ კანონად რჩებოდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში ხშირად მხოლოდ რამდენიმე წლის განმავლობაში მოქმედებდა. ტერეზინის დეკლარაცია 2009 წელს მიიღეს, მას შედეგად, რაც აშშ-ის ელჩი სტუარტ ეიზენსტატმა მას „მეორე მსოფლიო ომის დაუმთავრებელ საქმედ“ უწოდა.[4]
გარდა გადარჩენილებისთვისა და მემკვიდრეთათვის უკან დასაბრუნებელი ქონებისა, ტერეზინის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მემკვიდრის გარეშე დარჩენილი ქონება (რომელიც გადაეცა სახელმწიფოს) შეიძლება გადაეცეს ჰოლოკოსტის სხვა მსხვერპლს, მატერიალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ჰოლოკოსტის, მისი მიზეზებისა და შედეგების შესახებ მუდმივი ცოდნის შესანარჩუნებლად.[4][6]
2017 წლის აქტი „სამართალი უკომპენსაციოდ დარჩენილი მსხვერპლთათვის“, მოითხოვს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს წარუდგინოს კონგრესს ტერეზინის დეკლარაციის ხელმომწერების მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია.[7][8]
ხელმომწერი სახელმწიფოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ავსტრია
- ავსტრალია
- ალბანეთი
- არგენტინა
- აშშ
- ბელარუსი
- ბელგია
- ბულგარეთი
- ბოსნია და ჰერცეგოვინა
- ბრაზილია
- დანია
- დიდი ბრიტანეთი
- გერმანია
- საბერძნეთი
- საფრანგეთი
- ისრაელი
- ირლანდია
- იტალია
- ესპანეთი
- კანადა
- კვიპროსი
- ლატვია
- ლიეტუვა
- ლუქსემბურგი
- მალტა
- მოლდოვა
- მონტენეგრო
- ნიდერლანდები
- ნორვეგია
- პოლონეთი
- პორტუგალია
- რუსეთი
- რუმინეთი
- სლოვაკეთი
- სლოვენია
- თურქეთი
- უკრაინა
- ურუგვაი
- უნგრეთი
- ფინეთი
- ხორვატია
- ჩეხეთი
- შვედეთი
- შვეიცარია
- ესტონეთი
- სერბეთი (დამკვირვებელი)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (2019) Searching for Justice After the Holocaust: Fulfilling the Terezin Declaration and Immovable Property Restitution. Oxford University Press. ISBN 978-0-19-092306-8.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Although not a treaty or legally binding international agreement, the Terezin Declaration that resulted from the Prague Conference is a remarkable document The Holocaust-Era Assets Conference in Prague and Its Outcome Julius Berman Israel Journal of Foreign Affairs Volume 4, 2010 - Issue 2
- ↑ 2.0 2.1 (2019) რედ. Carla Ferstman: Contemporary Human Rights Challenges: The Universal Declaration of Human Rights and its Continuing Relevance. Taylor & Francis/Routledge, გვ. 113. ISBN 9780815364634.
- ↑ Alessandro Chechi (2014). The Settlement of International Cultural Heritage Disputes. Oxford University Press, გვ. 181.
- ↑ 4.0 4.1 4.2 (2019) Searching for Justice After the Holocaust: Fulfilling the Terezin Declaration and Immovable Property Restitution. Oxford University Press, გვ. xxxiii-xxxvi. ISBN 9780190923068.
- ↑ Witold Jurasz: Ustawa 447, czy miedzy panika a chowaniem glowy w piasek Onet.pl 16 May 2019. Retrieved 19 December 2019.
- ↑ Terazin Declaration
- ↑ „Trump signs Holocaust property law that has angered Poland“. Times of Israel. AP. 10 May 2018. ციტირების თარიღი: 19 December 2019.
- ↑ Wilner, Michael (10 May 2018). „Trump Signs Act Strengthening Holocaust Restitution Efforts“. The Jerusalem Post. ციტირების თარიღი: 19 December 2019.