აჟანის უნგრულა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Prune d ente.jpg|250პქ|მინი|მარჯვნივ|ნაყოფი (არამწიფე)]]
[[ფაილი:Prune d ente.jpg|250პქ|მინი|მარჯვნივ|ნაყოფი (არამწიფე)]]
'''აჟანის უნგრულა''', ''აჟანის ვენგერკა'', ''აჟანკა'', ''დ’ანტი'' — [[ქლიავი]]ს ჯიში. სახელწოდება წარმოშობილია [[საფრანგეთი]]ს ქალაქ აჟანის ([[აჟენი]]ს) სახელისაგან, სადაც ეს ჯიში ფართოდაა გავრცელებული. საფრანგეთიდან აჟანის უნგრულა გავრცელდა [[ევროპა]]ში და [[ჩრდილო ამერიკა]]ში.
'''აჟანის უნგრულა''', ''აჟანის ვენგერკა'', ''აჟანკა'', ''დ’ანტი'' — [[ქლიავი]]ს ჯიში. მიეკუთვნება [[უნგრულები]]ს ჯგუფს.<ref>{{Cite book | last1 = მაღლაკელიძე |first1 = ელენე | last2 = ბობოქაშვილი | first2 = ზვიად | url = http://srca.gov.ge/files/ქლიავის_გაშენება.pdf | title = ქლიავის ბაღის გაშენება | publisher = სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი | location = თბილისი | date = 2015 | accessdate = 15 აპრილი, 2020}}</ref> სახელწოდება წარმოშობილია [[საფრანგეთი]]ს ქალაქ აჟანის ([[აჟენი]]ს) სახელისაგან, სადაც ეს ჯიში ფართოდაა გავრცელებული. საფრანგეთიდან აჟანის უნგრულა გავრცელდა [[ევროპა]]ში და [[ჩრდილო ამერიკა]]ში.


[[საქართველო]]ს პირობებში აჟანის უნგრულა გვხვდება მხოლოდ [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] სანაპიროზე და ისიც ცალკეულ ხეებად. კარგ მაჩვენებლებს იძლევა მოსავლიანობის მხრივ (40–45 [[ცენტნერი|ცენტნერს]] ერთი [[ჰექტარი|ჰექტარიდან]]), მაგრამ მისი მოსავლიდან დამზადებული [[ჩირი]] ბევრად ჩამოუვარდება [[იტალიური უნგრულა|იტალიური უნგრულისგან]] დამზადებულ „[[შავქლიავი]]ს“ ჩირს; ამ მიზეზის გამო იტალიურმა უნგრულამ [[აფხაზეთი]]დან განდევნა ერთ დროს გავრცელებული აჟანის უნგრულა.
[[საქართველო]]ს პირობებში აჟანის უნგრულა გვხვდება მხოლოდ [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] სანაპიროზე და ისიც ცალკეულ ხეებად. კარგ მაჩვენებლებს იძლევა მოსავლიანობის მხრივ (40–45 [[ცენტნერი|ცენტნერს]] ერთი [[ჰექტარი|ჰექტარიდან]]), მაგრამ მისი მოსავლიდან დამზადებული [[ჩირი]] ბევრად ჩამოუვარდება [[იტალიური უნგრულა|იტალიური უნგრულისგან]] დამზადებულ „[[შავქლიავი]]ს“ ჩირს; ამ მიზეზის გამო იტალიურმა უნგრულამ [[აფხაზეთი]]დან განდევნა ერთ დროს გავრცელებული აჟანის უნგრულა.

13:27, 19 აპრილი 2020-ის ვერსია

ნაყოფი (არამწიფე)

აჟანის უნგრულა, აჟანის ვენგერკა, აჟანკა, დ’ანტიქლიავის ჯიში. მიეკუთვნება უნგრულების ჯგუფს.[1] სახელწოდება წარმოშობილია საფრანგეთის ქალაქ აჟანის (აჟენის) სახელისაგან, სადაც ეს ჯიში ფართოდაა გავრცელებული. საფრანგეთიდან აჟანის უნგრულა გავრცელდა ევროპაში და ჩრდილო ამერიკაში.

საქართველოს პირობებში აჟანის უნგრულა გვხვდება მხოლოდ შავი ზღვის სანაპიროზე და ისიც ცალკეულ ხეებად. კარგ მაჩვენებლებს იძლევა მოსავლიანობის მხრივ (40–45 ცენტნერს ერთი ჰექტარიდან), მაგრამ მისი მოსავლიდან დამზადებული ჩირი ბევრად ჩამოუვარდება იტალიური უნგრულისგან დამზადებულ „შავქლიავის“ ჩირს; ამ მიზეზის გამო იტალიურმა უნგრულამ აფხაზეთიდან განდევნა ერთ დროს გავრცელებული აჟანის უნგრულა.

ხე ხასიათდება მაღალი აგებულობის მომრგვალო ვარჯით, დატოტვა საშუალო სიხშირისა აქვს. ფოთოლი უკუკვერცხისებრი ფორმისაა, მუქი მწვანე ფერის, ნაკლებად შებუსვილი. ყვავილობა საშუალო პერიოდისა აქვს. თვითსტერილია. ნაყოფი მწიფდება აგვისტოს შუა რიცხვებში. საშუალო სიდიდისაა (4,1🞩3,4 სმ). საშუალო მასა 25,6 გრამს უდრის. ფორმა ოვალურია, ღარი სუსტად ემჩნევა. ნაყოფის კანი მოშავო-ლურჯია, ზევიდან გადაჰკრავს ცვილისებრი ნაფიფქი. რბილობი მოყვითალო–მწვანე ფერისაა, მკვრივი, მომჟავო–ტკბილი გემოსი, საკმაოდ წვნიანი. კურკა რბილობს კარგად სცილდება; იგი ნაყოფის წონის 3,2%-ს შეადგენს. ნაყოფჭამია ნაკლებად აზიანებს აჟანის მოსავალს (ნაყოფს).

ლიტერატურა

  • ხომეზურიშვილი ნ., ერისთავი ელ., საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები, საქართველოს სსრ მიწსახკომი, ლ. პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი, თბ.: „ტექნიკა და შრომა“, 1941.
  1. მაღლაკელიძე, ელენე; ბობოქაშვილი, ზვიად (2015) ქლიავის ბაღის გაშენება. თბილისი: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. ციტირების თარიღი: 15 აპრილი, 2020.