ბუდუ მდივანი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
|||
ხაზი 22: | ხაზი 22: | ||
[[კატეგორია:საბჭოთა კავშირის რეპრესიების მსხვერპლნი]] |
[[კატეგორია:საბჭოთა კავშირის რეპრესიების მსხვერპლნი]] |
||
[[კატეგორია:საქართველოს პრემიერ-მინისტრები]] |
[[კატეგორია:საქართველოს პრემიერ-მინისტრები]] |
||
[[საქართველოს სსრ-ის პოლიტიკოსები]] |
17:28, 26 დეკემბერი 2017-ის ვერსია
ბუდუ მდივანი ნამდვილი სახელი პოლიკაპრე მდივანი (დ. 1877 — გ. 10 ივლისი, 1937 — ქართველი ბოლშევიკი, რევოლუციონერი, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე.
ბიორგაფია
სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში, საიდანაც გაირიცხა რევოლუციური საქმიანობის გამო 1899 წელს. რსდმპ(ბ) წევრი 1903 წლიდან. 1905-07 წლებში ეწეოდა აქტიურ რევოლუციურ მოღვაწეობას. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ებმება სამხედრო საქმიანობაში. 1918 წლის 30 ნოემბრიდან 1919 წლის 13 თებერვლამდე კასპია-კავკასიის ფრონტის მეორე ფორმაციის მე-11 არმიის სამხედრო რევოლუციური საბჭოს წევრი, შემდეგ მე-10 არმიის პოლიტიკური განყოფილების უფროსი. 1920-21 წლებში საქართველოს კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე და რკპ(ბ) კავკასიის ბიუროს წევრი. 1921 წლის 19 თებერვლიდან მაისამდე რსფსრ-ს სრულუფლებიანი წარმომადგენელი თურქეთის ახალ მთავრობაში. 1921 წლის ივლისიდან 1922 წლის თებერვლამდე საქართველოს რევკომის თავმჯდომარე და ამიერკავკასიის საკავშირო საბჭოს თავმჯდომარე. 1922 წლის მარტიდან აპრილამდე საქართველოს სსრ-ს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე. მხარს უჭერდა სსრკ-ში საქართველოს სრ-ს პირდაპირ გაწევრიანებას და არა ამიერკავკასიის ფედერაციის მეშვეობით. ამ პოზიციის გამო უწოდეს ნაციონალ-უკლონისტი. 1924 წლიდან ინიშნება საბჭოთა კავშირის სავაჭრო წარმომადგენლად საფრანგეთში. ოპოზიციური მოღვაწეობის გამო, 1928 წელს უკან გამოიწვიეს, გაათავისუფლეს ყველა დაკავებული თანამდებობიდან, გარიცხეს პარტიიდან და გადაასახლეს ციმბირში 3 წლით. 1931 წელს განაცხადა ოპოზიციური მუშაობის შეწყვეტის შესახებ და მოინანია შეცდომები. 1936 წლამდე ეკავა საქართველოს სსრ-ს სახკომსაბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა. 1936 წელს ისევ დააპატიმრეს „ტროცკისტულ-ჯაშუშური ცენტრის“ მუშაობაში მონაწილეობის ბრალდებით. 1937 წლის 9 ივლისს საქართველოს უმაღლესმა სასამართლომ მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა. დახვრიტეს მეორე დღესვე.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- Орлов А. Тайная история сталинских преступлений.- СПб,1991
- Торчинов В. А., Леонтюк А. М. Вокруг сталина: историко-биографический справочник.- СПб,2000.
- 1000 биографий. 2000.
|