მანჩესტერ სიტი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
მომხმარებელმა Andre S. გვერდი „მანჩესტერ სიტი (საფეხბურთო კლუბი)“ გადაიტანა გვერდზე „[[მანჩესტერ...
(განსხვავება არ არის)

16:36, 23 მარტი 2015-ის ვერსია

მანჩესტერ სიტი
Manchester City
ფაილი:Manchester City.svg
სრული სახელი Manchester City Football Club
მეტსახელი ქალაქელები, ცისფერები,
დაარსდა 1880
სტადიონი ეტიჰად სტედიუმი ,
მანჩესტერი, ინგლისი
(ტევადობა: 47 726[1])
პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა ხალდუნ ალ მუბარაქი
მწვრთნელი ჩილეს დროშა მანუელ პელეგრინი
კაპიტანი ბელგიის დროშა ვენსან კომპანი
ლიგა ინგლისის პრემიერ ლიგა
2013-14 ჩემპიონი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

მანჩესტერ სიტი — ინგლისური საფეხბურთო კლუბი ქალაქ მანჩესტერიდან. კლუბი გამოდის ინგლისის პრემიერ ლიგაში. კლუბი დაარსდა 1880 წელს. თავდაპირველად კლუბს „უესტ გორტონ სენტ მარქსი“ დაერქვა. 1887 წელს კლუბს „არდუიკი“ დაერქვა და სტადიონ „გაიდ როუდზე გადავიდა“. 1894 წელს კლუბმა ახლანდელი სახელწოდება „მანჩესტერ სიტი“ მიიღო.

ისტორიის განმავლობაში კლუბმა 3 სტადიონი გამოიცვალა: დაარსებიდან 1923 წლამდე „ქალაქელების“ საშინაო არენა „გაიდ როუდი“ იყო. 1923-2003 წლებში კი კლუბი საშინაო მატჩებს „მეინ როუდზე“ ატარებდა. 2002 წელს აშენდა სიტის ამჟამინდელი სტადიონი, „ეტიჰად სთეიდიუმი“. 2003 წლიდან კი კლუბის საშინაო არენაა. ეს სტადიონი 48 000-მდე გულშემატკივარს იტევს.

XX საუკუნეში „მანჩესტერ სიტი“ ქვეყნის ჩემპიონი ორჯერ გახდა (1936-1937 და 1967-1968 წლის სეზონებში), 1990-იან წლებში „მანჩესტერ სიტი“ სამჯერ ჩამოქვეითდა დაბალ დივიზიონებში, 1998-99 წელს კლუბი მეორე დივიზიონში გავარდა და 3 წლის შემდეგ 2002 წელს კლუბი უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდა. 2008 წელს კლუბი კომპანია „აბუ-დაბი იუნაიტედ ჯგუფმა“ შეიძინა. ამის შემდეგ კლუბში დიდი ინვესტიციები ჩაიდო, გუნდმა შეიძინა უამრავი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი.ფულის ხარჯვამ შედეგი 2011 წელს გამოიღო შედეგი, როდესაც „სიტიმ“ ინგლისის თასი მოიგო. ასევე „ქალაქელები“ 2010-11 წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ. „სიტი“ პირველად ევროთასებზე 1973 წელს გავიდა, როდესაც ინგლისის სუპერთასი მოიგო. ასევე 2011 წლის 7 აგვისტოს „უემბლიზე“ ისინი დამარცხდნენ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ანგარიშით 2:3 . 2012 წლის 13 მაისს, კი „სიტიმ“ შეძლო და დრამატულ ბრძოლაში „ქუინს პარკ რეინჯერსს“ 3:2 სძლია, „ქალაქელებმა“ მესამე გოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაიტანეს და 44 წლის შემდეგ კვლავ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები.

2013-14 წლების სეზონში „მანჩესტერ სიტიმ“ ბრწყინვალედ ისარგებლა სეზონის მიწურულს დაწინაურებული „ლივერპულის“ უგერგილობით, რომელმაც სეზონის დასკვნით თამაშებში ვერ შეძლო მობილიზება და მეოთხედ მოიპოვა ინგლისის ჩემპიონის ტიტული.

კლუბის მთავარი მწვრთნელი ესპანელი მანუელ პელეგრინია. ის კლუბში 2013 წლის ზაფხულში მივიდა. დღესდღეობით კლუბის კაპიტანი ვენსან კომპანია.

შემადგენლობა

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე ინგლისი ინგლისი ჯო ჰარტი
3 მცველი საფრანგეთი საფრანგეთი ბაკარი სანია
4 მცველი ბელგია ბელგია ვენსან კომპანი ()
5 მცველი არგენტინა არგენტინა პაბლო საბალეტა
6 ნახევარმცველი ბრაზილია ბრაზილია ფერნანდო რეგესი
7 ნახევარმცველი ინგლისი ინგლისი ჯეიმზ მილნერი
8 ნახევარმცველი საფრანგეთი საფრანგეთი სამირ ნასრი
9 თავდამსხმელი ესპანეთი ესპანეთი ალვარო ნეგრედო
10 თავდამსხმელი ბოსნია და ჰერცეგოვინა ბოსნია და ჰერცეგოვინა ედინ ჯეკო
11 მცველი სერბეთი სერბეთი ალექსანდარ კოლაროვი
13 მეკარე არგენტინა არგენტინა ვილფრედო კაბალიერო
14 თავდამსხმელი კოტ-დ’ივუარი კოტ-დ’ივუარი ვილფრიდ ბონი
15 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ხესუს ნავასი
16 თავდამსხმელი არგენტინა არგენტინა სერხიო აგუერო
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
17 ნახევარმცველი ინგლისი ინგლისი ჯეკ როდვეილი
18 ნახევარმცველი ინგლისი ინგლისი ფრენკ ლემპარდი
20 მცველი საფრანგეთი საფრანგეთი ელიაკიმ მანგალა
21 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი დავიდ სილვა
22 მცველი საფრანგეთი საფრანგეთი გაელ კლიში
25 ნახევარმცველი ბრაზილია ბრაზილია ფერნანდინიო
26 მცველი არგენტინა არგენტინა მარტინ დემიკელისი
29 მეკარე ინგლისი ინგლისი რიჩარდ რაიტი
30 მეკარე რუმინეთი რუმინეთი კოშტელ პანტილიმონი
35 თავდამსხმელი მონტენეგრო მონტენეგრო სტევან იოვეტიჩი
38 მცველი ბელგია ბელგია დედრიკ ბოიატა
42 ნახევარმცველი კოტ-დ’ივუარი კოტ-დ’ივუარი იაია ტურე
60 თავდამსხმელი შვედეთი შვედეთი იონ გუიდეტი

იჯარით წასული მოთამაშეები

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
11 ნახევარმცველი ინგლისი ინგლისი სკოტ სინქლერი(იჯარით ვესტ ბრომვიჩ ალბიონში, 2014 წლის 31 მაისამდე)
18 ნახევარმცველი ინგლისი ინგლისი გარეთ ბერი(იჯარით ევერტონში, 2014 წლის 31 მაისამდე)

სამწვრთნელო შტაბი

შესაძლებლობა სახელი
მთავარი მწვრთნელი ჩილეს დროშა მანუელ პელეგრინი
მთავარი მწვრთნელის ასისტენტი არგენტინის დროშა რუბენ კოუსილასი
ძირითადი შემადგენლობის მწვრთნელი ინგლისის დროშა დევიდ პლატი
ძირითადი შემადგენლობის მწვრთნელი იტალიის დროშა ფაუსტო სალსანო
ძირითადი შემადგენლობის მწვრთნელი იტალიის დროშა ატილო ლომბარდო
მეკარის მწვრთნელი იტალიის დროშა ხაბიერ მანკისიდორი
ფიტნესის მწვრთნელი ესპანეთის დროშა ხოსე კაბელო
ეროვნული აკადემიის დირექტორი ინგლისის დროშა ჯიმ კესელი
აკადემიის მთავარი მწვრთნელი ინგლისის დროშა სკორ სელერსი

ტიტულები

ინგლისი

ინგლისის ჩემპიონატი

  • ჩემპიონი (4): 1936–37, 1967–68, 2011–12, 2013–14
  • ვიცე-ჩემპიონი (3): 1903–04, 1920–21, 1976–77

ინგლისის ასოციაციის თასი

  • გამარჯვებული (5): 1904, 1934, 1956, 1969, 2011
  • ფინალისტი (4): 1926, 1933, 1955, 1981

ინგლისის ლიგის თასი

  • გამარჯვებული (3): 1970, 1976, 2014
  • ფინალისტი (1): 1974

ჩირითი შილდსი/კომუნითი შილდსი

  • გამარჯვებული (4): 1937, 1968, 1972, 2012
  • ფინალისტი (5): 1934, 1956, 1969, 1973, 2011

საერთაშორისო

თასების მფლობელთა თასი

  • გამარჯვებული (1): 1970

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. UEFA Champions League Statistics Handbook. UEFA. ციტირების თარიღი: 15 მაისი 2012.