შაფჰაუზენის კანტონი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ოფიციალური ვებ-გვერდი - ოფიციალური საიტი, replaced: ოფიციალური ვებ-გვერდი → ოფიციალური სა using AWB
No edit summary
ხაზი 35: ხაზი 35:
|განედი =
|განედი =
|გრძედი =
|გრძედი =
|რუკა= Karte Lage Kanton Schaffhausen 2012.2.png
|რუკა= Karte Lage Kanton Schaffhausen 2015.png
|დროის სარტყელი=
|დროის სარტყელი=
|აბრევიატურა = SH
|აბრევიატურა = SH

17:22, 26 დეკემბერი 2014-ის ვერსია

კანტონი
შაფჰაუზენის კანტონი
Kanton Schaffhausen
დროშა გერბი

ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ადმ. ცენტრი Schaffhausen
შიდა დაყოფა Bargen, Beggingen, Beringen, Buch, Buchberg, Büttenhardt, Dörflingen, Gächlingen, Hallau, Hemishofen, Lohn, Löhningen, Merishausen, Neuhausen am Rheinfall, Neunkirch, Oberhallau, Ramsen, Rüdlingen, Schaffhausen, Schleitheim, Siblingen, Stein am Rhein, Stetten, Thayngen, Trasadingen და Wilchingen
კოორდინატები 47°42′00″ ჩ. გ. 8°36′00″ ა. გ. / 47.70000° ჩ. გ. 8.60000° ა. გ. / 47.70000; 8.60000
დაარსდა 1501
ფართობი 298,42 კმ²
ოფიციალური ენა გერმანული ენა
სალაპარაკო ენები გერმანული
მოსახლეობა 76 356 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 260 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
საავტომობილო კოდი SH
ოფიციალური საიტი sh.ch

შაფჰაუზენი (გერმ. Schaffhausen) — კანტონი შვეიცარიაში. დედაქალაქი და მთავარი ქალაქია შაფჰაუზენი.

ისტორია

შუა საუკუნეებში შაფჰაუზენი ქალაქი-სახელმწიფო იყო. ამ დროს მას ვილა-შაფჰაუზენი ერქვა.[1] დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ 1045 წლიდან ის საკუთარ მონეტებს ჭრიდა. დაახლოებით 1049 წელს, გრაფმა ედერჰარდ ვონ ნელენბურგმა ბენედიქტური მონასტერი დააარსა, რომელმაც საზოგადოების შემდგომი განვითარება გამოიწვია. ამ საზოგადოებამ 1190 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1330 წელს ქალაქს ჰაბსბურგებმა არა მარტო ტერიტორია, არამედ დამოუკიდებლობაც წაართვეს. შემდეგ, 1415 წელს ფრიდრიხ IV ავსტრიელი კონსტანცის კრებაზე ანტიპაპ იოანე XXIII-ს მიემხრო, რის შემდეგაც იმპერატორმა სიგიზმუნდმა მისი დევნა დაიწყო. 1418 წელს შაფჰაუზენმა ჰაბსბურგებისგან დამოუკიდებლობა ფულით გამოისყიდა. 1454 წელს ქალაქი შვეიცარიის ექვსი კონფედერაციის მოკავშირე გახდა. ძველი შვეიცარიის კონფედერაციის სრული წევრი ის 1501 წელს გახდა. 1857 წელს გაიხსნა პირველი რკინიგზა. 1944 წელს შაფჰაუზენი აშშ-ის საჰაერო ძალების მიერ იბომბებოდა, რათა შვეიცარია გაენეიტრალებინათ.

1876 წელს მიიღეს კანტონის კონსტიტუცია, რომელიც 1895 წელს გადაიხედა.

გეოგრაფია

შაფჰაუზენი შვეიცარიის უკიდურეის ჩრდილოეთი კანტონია. მდებარეობს კონსტანცის ტბის დასავლეთით, ფართობი 298 კმ²-ს შეადგენს. მიწის უდიდესი ნაწილი სოფლის მეურნეობისათვის გამოსადეგია.

ტერიტორიის დიდი ნაწილი თითქმის მთლიანად გერმანიითაა შემოსაზღვრული, რომელიც მას ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან აკრავს.

დემოგრაფია

2010 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 76 356 ადამიანს შეადგენს და მათი უდიდესი ნაწილი გერმანულენოვანია; 50% პროტესტანტია, 24% კათოლიკე.[2]

ეკონომიკა

შაფჰაუზენი მიეკუთვნება ციურიხის ეკონომიკურ რეგიონს და მისი ეკონომიკა კარგადაა ინტეგრირებული ამ უფრო მსხვილ რეგიონთან.

აწარმოებენ თეთრ ღვონოს. მრეწველობის მთავარი მიმართულებებია მანქანის ნაწილებისა და მეტალის საქონლის წარმოება. ასევე აწარმოებენ საათებსა და იუვილერიას. მრეწველობის მცირე მიმართულებებს შორისაა ტექსტილი, ტყავი, მინა, ცემენტი, ქაღალდი და ქიმიკატები.[3]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. „Schaffhausen (city)“. Encyclopædia Britannica. 24. 1911. p. 312. ციტირების თარიღი: 2009-04-18.
  2. Federal Department of Statistics. (2004)Wohnbevölkerung nach Religion (Interactive Map). ციტირების თარიღი: 2009-01-15.
  3. Canton Schaffhausen website- Economic Promotion accessed 18 April 2009