ლედი გაგა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: ur:لیڈی گاگا
ხაზი 298: ხაზი 298:
[[tw:Lady GaGa]]
[[tw:Lady GaGa]]
[[uk:Леді ҐаҐа]]
[[uk:Леді ҐаҐа]]
[[ur:لیڈی گاگا]]
[[uz:Lady Gaga]]
[[uz:Lady Gaga]]
[[vi:Lady Gaga]]
[[vi:Lady Gaga]]

15:28, 22 იანვარი 2013-ის ვერსია

ლედი გაგა

ლედი გაგა ტურნეს The Born This Way Ball Tour დროს, 2012 წელი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი სტეფანი ჯოან ენჯელინა ჯერმანოტა
დაბ. თარიღი 28 მარტი, 1986 (1986-03-28) (38 წლის)
დაბ. ადგილი Lenox Hill Hospital[1]
წარმოშობა აშშ-ის დროშანიუ იორკი, აშშ
ეროვნება იტალო-ამერიკელები[2] [3] [4] [5] და French Canadians[2] [5] [3] [4]
ჟანრ(ებ)ი პოპი, საცეკვაო მუსიკა, ელექტრონიკა
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, ფორტეპიანო, სინთეზატორი
აქტიური 2006-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Interscope, Streamline, Kon Live, Cherrytree, Def Jam
ხელმოწერა
საიტი ladygaga.com
ლედი გაგა ვიკისაწყობში

ლედი გაგა (ინგლ. Lady Gaga) (ნამდვილი სახელი - სტეფანი ჯოან ენჯელინა ჯერმანოტა, დ. 1986 წლის 28 მარტს) — ამერიკელი შემსრულებელი. მისი კარიერა დაიწყო ნიუ იორკის როკ-ანდერგრაუნდში. ლეიბლთან Streamline Records კონტრაქტით (2007 წელს) დაიწყო მისი მუსიკალური კარიერა დიდ სცენაზე. თავდაპირველად იგი წერდა სიმღერებს სხვა შემსრულებლებისათვის, მაგრამ რეპერ ეიკონის ძალისხმევით და ინიციატივით, ლედი გაგა გადავიდა მის ლეიბლზე Kon Live Distribution.

ბიოგრაფია

ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე, სიმღერების ავტორი და დიჯეი ლედი გაგა, ანუ სტეფანი ჯოანა ანჯელინა ჯერმანოტა 1986 წლის 28 მარტს მანჰეტენზე დაიბადა. მუსიკით ბაშვობიდან დაინტერესდა. 4 წლისა დამოუკიდებლად ფორტეპიანოზე უკრავდა. მალე კი, საბავშვო მაგნიტოფონზე მაიკლ ჯექსონის და სინდი ლაუპერის სიმღერებს იწერდა...

სტეფანი მანჰეტენის სკოლაში „Convent Of The Sacred Heart“, დებთან - ჰილტონ და ქეროლაინ კენედებთან ერთად სწავლობდა. საშუალო განათლების მიღების შემდეგ, სწავლა სამხატვრო სკოლაში „Tisch School of the Arts“ განაგრძო. 14 წლის ასაკში ის ნიუ-იორკის კლუბში „Bitter End“ და სკოლის თეატრის სცენაზე „Regis High School Repertory“, ანსამბლში - „Regis Jazz Band“ მღეროდა.

2006 წელს, სტეფანი მუსიკალურ პროდიუსერთან, რობ ფუზარისთან იწყებს მუშაობას, რომელთანაც რამდენიმე პოპულარული სიმღერა - „Beautiful, Dirty, Rich“, „Dirty Ice Cream“, „Disco Heaven“ ჩაწერა. სწორედ ამ პერიოდში, იგი პირველად იყენებს ფსოვდონიმს „ლედი გაგა“ (ჯგუფის „Queen“ სიმღერიდან „Radio Ga Ga“).

პირველი კონტრაქტი ლედიმ „Def Jam“-თან გააფორმა. 2008 წელს კი, კონტრაქტს ლეიბლთან „Interscope Records“, სიმღერების ავტორის სტატუსით აფორმებს. ლედი გაგა-ს მასალას ისეთი შემსრულებლები იყენებდნენ, როგორებიც არიან: „Fergie“, „Pussycat Dolls“, ბრიტნი სპირსი და „New Kids on the Block“.

სტეფანის ვოკალურ და თეატრალურ შესაძლებლობებზე დიდი გავლენა რეპერმა ეიკონმა მოახდინა. 2008 წელს სტეფანი ლოს-ანჯელესში , სადებიუტო ალბომზე „The Fame“ იწყებს მუშაობას, რომელიც კანადაში, ავსტრალიაში და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში აგვისტოში გამოვიდა.

2009 წლის 18 თებერვალს, გაგა ბრენდონ ფლაუერსთან („Killers“ და „Pet Shop Boys“) ერთად, „Brit Awards“-ის დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვიდა. სტეფანის პირველი ტურნე 2009 წლის 12 მარტს დაიწყო და კრიტიკოსების დიდი გამოხმაურება გამოიწვია

დისკოგრაფია

ჯილდოები და ნომინაციები

საკონცერტო ტურები

ჰედლაინერი

სხვა მომღერლებთან ერთად

Opening act

ფილმოგრაფია

ტელევიზია
წელი დასახელება როლი ჩანაწერი
2001 სოპრანოს კლანი თანაკლასელი "The Telltale Moozadell" (3 სეზონი, 9 ეპიზოდი)
სანამ ცნობილი გახდებოდა
2005 დუღილის პუნქტი საკუთარი თავი სანამ ცნობილი გახდებოდა
2009 ჭორიკანა "The Last Days of Disco Stick" (3 სეზონი, 10 ეპიზოდი)
კამეა გამოჩენა
2009-2011 შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში მუსიკალური სტუმარი "რაიან რეინოლდსი/ლედი გაგა" (35 სეზონი, 2 ეპიზოდი)
"ჯასტინ ტიმბერლეიკი/ლედი გაგა" (36 სეზონი, 22 ეპიზოდი)
2010 ორმაგი დაუცველობა საკუთარი თავი "No One Can Work Like This"
2011 American Idol მენტორი 10 სეზონი
თუ ფიქრობ რომ შეგიძლია ცეკვა სტუმარი ჟიური (8 სეზონი, 3 ეპიზოდი)
Born To Dance საკუთარი თავი პირველი სეზონი
A Very Gaga Thanksgiving ABC-ს სპეციალური გადაცემა.
Perez Hilton Superfan შოუს პრემიერა
2011-2012 Dick Clark's New Year's Rockin' Eve with Ryan Seacrest გაგამ შეასრულა ორი სიმღერა და შეუერთდა ნიუ-იორკის მერს მაიკლ ბლუმბერგის ტაიმზ-სქვერის ბურთის ჩამოგდებაში.
2012 Oprah's Next Chapter "ლედი გაგა და დედამისი, სინტია" (პირველი სეზონი, 14-15 ეპიზოდი)
სიმპსონები "Lisa Goes Gaga" (22 სეზონი, 22 ეპიზოდი)
Opening Act "ვონ სმიტი & ლედი გაგა"
ფილმები
წელი დასახელება როლი ჩანაწერი
2011 Lady Gaga Presents the Monster Ball Tour: At Madison Square Garden საკუთარი თავი HBO-ს სპეციალური შოუ
პრემია ემის ნომინანტი
მაპეტები კამეა გამოჩენა
ამოღებულია სცენა
2012 Katy Perry: Part of Me კამეა გამოჩენა
მაჩეტე კლავს La Chameleón თეატრალური დებიუტი ფილმში

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.

თარგი:Link FA თარგი:Link GA თარგი:Link GA თარგი:Link GA

  1. Spedding E. It's Lady Gaga's 27th Birthday! We Celebrate With Her 10 Style Highlights Of The Year — 2013.
  2. 2.0 2.1 https://www.washingtonpost.com/news/acts-of-faith/wp/2017/02/05/the-gospel-according-to-lady-gaga/
  3. 3.0 3.1 http://www.mtv.com/news/1677929/lady-gaga-dad-italian-restaurant/
  4. 4.0 4.1 https://www.elle.com/culture/celebrities/a10701/lady-gaga-386961/
  5. 5.0 5.1 https://web.archive.org/web/20170116162415/http://archive.boston.com/ae/celebrity/articles/2011/05/14/just_call_chris_child_pop_cultures_genealogy_sleuth/