Radio Ga Ga

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Radio Ga Ga“
სინგლი  - Queen
ალბომიდან The Works
B-მხარე „I Go Crazy“
გამოსვლის თარიღი 23 იანვარი, 1984 (ბრიტანეთი)
7 თებერვალი 1984 (აშშ)
ფორმატი გრამფირფიტა
ჩაიწერა 1983
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა
  • 5:44 (ალბომის/ვიდეოს ვერსია)
  • 4:23 (აშშ რადიოს მიქსი)
  • 6:53 (12" ვრცელი ვერსია)
  • 6:01 (12" ინსტრუმენტული ვერსია)
ლეიბლი EMI, Capitol Records
სიმღერის ავტორი როჯერ ტეილორი
პროდიუსერი Queen, მეკი
Queen - სინგლების ქრონოლოგია
„Back Chat“
(1982)
Radio Ga Ga
(1984)
„I Want to Break Free“
(1984)

Radio Ga Ga“ — ბრიტანული როკ-ჯგუფ Queen-ის სიმღერა და სინგლი 1984 წელს გამოცემული ალბომიდან The Works. მისი ავტორია როჯერ ტეილორი.

სინგლი გამოვიდა სიმღერის „Go Crazy“ თანხლებით B-მხარეზე. ბრიტანულ ჩარტში იგი #16 პოზიციაზე მოხვდა. აშშ-ში 1992 წლამდე ეს იყო ჯგუფის უკანასკნელი სინგლი, მოხვედრილი საუკეთესო 20-ეულში. სიმღერა შეტანილია კრებულებში Greatest Hits II და Classic Queen.[1]

მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერა ჩაიწერა 1983 წელს და სინგლის სახით 1984 წლის იანვარში გამოიცა. ეს იყო ერთგვარი პასუხი იმაზე, რომ ტელევიზია სულ უფრო პოპულარული ხდებოდა, რადიოეთერთან შედარებით. იგი ნაწილობრივ ეხება მუსიკალური ვიდეოებისა და MTV-ს თემას. ირონიულია, რომ 1984 წელს იგი ხშირად გადიოდა MTV-ს ეთერში და ნომინირებული იქნა იმავე წლის 1984 MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების კატეგორიაში „საუკეთესო მხატვრული რეჟისურა“[2]. ტეილორი

ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეჟისორმა დევიდ მალეტმა ფრიც ლენგის 1927 წლის სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმის „მეტროპოლისი“ კადრების გამოყენებით შექმნა სიმღერის ოფიციალური ვიდეო.[3] ფრედი მერკურის სოლო სიმღერა „Love Kills“ გამოყენებული იქნა ფილმის რესტავრირებულ ვერსიაში და სანაცვლოდ Queen-ს მიეცა საშუალება, კადრები საკუთარ ვიდეოში გამოეყენებინა. თუმცა, იმ დროისთვის ფილმზე საავტორო უფლებების მფლობელი იყო აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტური ხელისუფლება და ჯგუფმა კადრების გამოყენების უფლება მათგან შეიძინა.[4]

ვიდეოში ასევე გამოიყენება კადრები ჯგუფის ადრეული პრომო-ვიდეოებიდან („Bohemian Rhapsody“, „We Are the Champions“, „Don't Stop Me Now“ და „Flash“).[3]

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Radio Ga Ga - 5:47
  2. I Go Crazy - 3:42

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Queen Album: Classic Queen MTV. Retrieved July 2, 2011
  2. Rock On The Net: 1984 MTV Video Music Awards Retrieved 14 January 2011
  3. 3.0 3.1 Queen Promo Videos - Radio Ga Ga Ultimate Queen. Retrieved 3 September 2011
  4. The Works Album Review Queen Online. Retrieved 3 September 2011
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Radio_Ga_Ga&oldid=3336831“-დან