მაიკლ ბლუმბერგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაიკლ ბლუმბერგი

მაიკლ რუბენს ბლუმბერგი (Michael Rubens Bloomberg; დ. 14 თებერვალი, 1942) — ამერიკელი ბიზნესმენი, ქალაქ ნიუ-იორკის მერი 2002-2013 წლებში. კარიერის განმავლობაში დემოკრატმა 2001 წლის ქალაქის მერის არჩევნებში კენჭი რესპუბლიკელების მანდატით იყარა და გაიმარჯვა. 2005 წელს იგი მეორე ვადით აირჩიეს. ამჟამად ფორბს 400 სიაში სიმდიდრით მერვე ამერიკელია $20 მილიარდ დოლარად შეფასებული ქონებით.

მას ხშირად ახსენებდნენ, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ეს მოსაზრება მის მიერ 2007 წელს რესპუბლიკელთა პარტიის დატოვებამ განაპირობა. მან ეს ეჭვები საბოლოოდ გააქარწყლა ნიუ-იორკ ტაიმზის 2008 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ სარედაქციო წერილში, სადაც ის ამბობს: "მე ყურადღებით მოვუსმინე მათ, ვინ მაქეზებდა [არჩევნებში მონაწილეობისკენ], მაგრამ მე არა ვარ - და არ ვიქნები - პრეზიდენტობის კანდიდატი".

2008 წლის სექტემბერში გაჩნდა ცნობები, რომ ბლუმბერგი ცდილობდა კანონში ცვლილებების შეტანას, რათა შესაძლებლობა ჰქონოდა მესამედ ეყარა კენჭი მერის პოსტზე. 2008 წლის 2 ოქტომბერს ბლუმბერგმა გამოაცხადა, რომ აპირებდა კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილების შეტანაზე მოთხოვნას. 23 ოქტომბერს ქალაქ ნიუ-იორკის საბჭომ მხარი დაუჭირა (29 მომხრე/22 წინააღმდეგი) მერისთვის მესამედ კენჭისყრის უფლებას და, შესაბამისად, ბლუმბერგს მომავალ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მისცა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაიკლ ბლუმბერგი რუსული და პოლონური ჩამომავლობის ებრაულ ოჯახში დაიბადა წმ. ელისაბედის საავადმყოფოს სამშობიაროში, ბოსტონის ბრაიტონის უბანში, 1942 წლის 14 თებერვალს. მამამისი, უილიამ ჰენრი ბლუმბერგი, დაბადებული ჩელსიში, მასაჩუსეტსი, 1906 წელს, იყო ალექსანდრე ბლუმბერგის ვაჟი (რუსი ებრაელი იმიგრანტი და უძრავი ქონების მაკლერი). დედამისი, შარლოტ ბლუმბერგი, დაბადებული 1909 წელს ნიუ-ჯერსიში, იყო რუსი იმიგრანტი მამისა და ამერიკელი დედის ოჯახიდან. ის დღესაც ცოცხალია. ოჯახი ბოსტონის ოლსტონის უბანში ცხოვრობდა, სანამ ბლლუმბერგი ორი წლის გახდებოდა. მოზარდობის პერიოდი კი მან მედფორდში, ბოსტონის გარეუბანი, გაატარა.

ბლუმბერგმა უმაღლესი განათლება ჯონზ-ჰოპკინზის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც ΦΚΨ საძმოს წევრი გახდა. 1964 წელს მან ელექტრო საინჟინრო ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. მოგვიანებით მან ბიზნეს ადმინისტრაციის მაგისტრის ხარისხი მიიღო ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში.

1975 წელს ბლუმბერგმა ცოლად შეირთო იორკშირელი სუზან ბრაუნი. ამ ქორწინებიდან მას ორი ქალიშვილი, ემა (დ. 1979) და ჯორჯინა (დ. 1983) ჰყავს. 18-წლიანი ერთობლივი ცხოვრების შემდეგ ბლუმბერგი და ბრაუნი განქორწინდნენ. ამჟამად ბლუმბერგი ნიუ-იორკის შტატის საბანკო სუპერინტენდანტ დაიანა ტეილორს ხვდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Brash, Julian. "The ghost in the machine: the neoliberal urban visions of Michael Bloomberg." Journal of Cultural Geography 29.2 (2012): 135-153.
  • David, Greg. Modern New York: The Life and Economics of a City (2012).
  • Klein, Richard. "Nanny Bloomberg." Society 51.3 (2014): 253-257, Regarding the "nanny state"
  • Purnick, Joyce. Mike Bloomberg: Money, Power, Politics (2009)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: