სიდონის სენიორია
იერსახე
სიდონის სენიორია Comté de Sidon | |||||
იერუსალიმის სამეფოს ვასალი | |||||
| |||||
დედაქალაქი | სიდონი | ||||
ენები | ლათინური ძველი ფრანგული იტალიური ბერძნული არაბული | ||||
რელიგია | რომის კათოლიკური ბერძნული მართლმადიდებლური სირიული მართლმადიდებლური ისლამი იერუსალიმი | ||||
მთავრობა | ფეოდალური მონარქია | ||||
ისტორია | |||||
- | ნორვეგიული ჯვაროსნული ლაშქრობა | 1110 | |||
- | ბეიბარსის მიერ დაპყრობა | 1268 | |||
დღეს ამ ტერიტორიაზე | ლიბანი |
სიდონის სენიორია — იერუსალიმის სამეფოს ოთხი ძირითადი ფეოდალური სამფლობელოდან ერთ-ერთი. იგი სხვებთან შედარებით ბევრად პატარა იყო, თუმცა წარმოადგენდა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიას.
1110 წელს სიდონი დაიპყრო სიგურდ I-მა და გადასცა ევსტასი გრენირს. სენიორია გადაჭიმული იყო ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ტვიროსსა და ბეირუთს შორის. 1187 წელს ქალაქი სალადინმა დაიპყრო და მის ხელში რჩებოდა 1197 წლამდე, სანამ გერმანული ჯვაროსნული ლაშქრობის დროს ქრისტიანებმა არ დაიბრუნეს. ჟულიენ გრენირმა იგი ტამპლიერებს მიჰყიდა მე-13 საუკუნეში, მაგრამ ქალაქი მალევე გაანადგურეს მონღოლებმა. სიდონი 1268 წელს მამლუქებმა დაიპყრეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- John L. La Monte, Feudal Monarchy in the Latin Kingdom of Jerusalem, 1100-1291. The Medieval Academy of America, 1932.
- Jonathan Riley-Smith, The Feudal Nobility and the Kingdom of Jerusalem, 1174-1277. The Macmillan Press, 1973.