სიდონის სენიორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სიდონის სენიორია
Comté de Sidon
იერუსალიმის სამეფოს ვასალი

1110–1268
დედაქალაქი სიდონი
ენები ლათინური
ძველი ფრანგული
იტალიური
ბერძნული
არაბული
რელიგია რომის კათოლიკური
ბერძნული მართლმადიდებლური
სირიული მართლმადიდებლური
ისლამი
იერუსალიმი
მთავრობა ფეოდალური მონარქია
ისტორია
 -  ნორვეგიული ჯვაროსნული ლაშქრობა 1110
 -  ბეიბარსის მიერ დაპყრობა 1268
დღეს ამ ტერიტორიაზე ლიბანის დროშა ლიბანი

სიდონის სენიორიაიერუსალიმის სამეფოს ოთხი ძირითადი ფეოდალური სამფლობელოდან ერთ-ერთი. იგი სხვებთან შედარებით ბევრად პატარა იყო, თუმცა წარმოადგენდა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიას.

1110 წელს სიდონი დაიპყრო სიგურდ I-მა და გადასცა ევსტასი გრენირს. სენიორია გადაჭიმული იყო ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ტვიროსსა და ბეირუთს შორის. 1187 წელს ქალაქი სალადინმა დაიპყრო და მის ხელში რჩებოდა 1197 წლამდე, სანამ გერმანული ჯვაროსნული ლაშქრობის დროს ქრისტიანებმა არ დაიბრუნეს. ჟულიენ გრენირმა იგი ტამპლიერებს მიჰყიდა მე-13 საუკუნეში, მაგრამ ქალაქი მალევე გაანადგურეს მონღოლებმა. სიდონი 1268 წელს მამლუქებმა დაიპყრეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • John L. La Monte, Feudal Monarchy in the Latin Kingdom of Jerusalem, 1100-1291. The Medieval Academy of America, 1932.
  • Jonathan Riley-Smith, The Feudal Nobility and the Kingdom of Jerusalem, 1174-1277. The Macmillan Press, 1973.