საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2002

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები (2002)ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები საქართველოში, რომელიც გაიმართა 2002 წლის 2 ივნისს. არჩევნების პოლიტიკური დატვირთვა მაღალი იყო, რადგან ის წარმოადგენდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების გენერალურ რეპეტიციას.

არჩევნების წესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩევნები გაიმართა სოფლებში, თემებში, დაბებში და ქალაქებში. არჩეულ იქნა საკრებულოები, ასევე მერები და გამგებლები პირდაპირი წესით, გარდა თბილისისა და ფოთისა. ამ ქალაქებში მერს ნიშნავდა საქართველოს პრეზიდენტი. ეს იყო საქართველოს ისტორიაში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველი შემთხვევა ქალაქების მერების პირდაპირ არჩევისა. საკრებულოების არჩევნები ჩატარდა მაჟორიტარული წესით, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს მასშტაბით წარმატებას მიაღწია ახალი მემარჯვენეების პარტიამ, რომელმაც მოიგო არჩევნები საქართველოს თვითმმართველი ერთეულების უმრავლესობაში, მათ შორის საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში – ქუთაისში, სადაც მერად აირჩიეს მემარჯვენე ნუგზარ ფალიანი.

თბილისში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის 394 საარჩევნო უბანში ხმების დათვლის შედეგად დედაქალაქის საკრებულოში ყველაზე მეტი ადგილი ლეიბორისტებმა მოიპოვეს. საკრებულოში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:[1]

  1. საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 25,5% – 16 ადგილი
  2. საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატიული ფრონტი” – 23,75% – 15 ადგილი
  3. ახალი მემარჯვენეები – 11,36% – 6 ადგილი
  4. საქართველოს ქრისტიან-კონსერვატორთა პარტია – 7,27% – 4 ადგილი
  5. საარჩევნო ბლოკი „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“  – 7,13% – 4 ადგილი
  6. საარჩევნო ბლოკი „აღორძინება XXI“ – 6,34% – 3 ადგილი
  7. ბლოკი “ერთობა” – 4,13% – 2 ადგილი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში 1991-2014“, გვ. 52-53 თბილისი, 2015

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]