რომან ვაიდენფელერი
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | რომან ვაიდენფელერი[1] | ||
დაბადების თარიღი | 6 აგვისტო, 1980 | ||
დაბადების ადგილი | დიცი, დასავლეთი გერმანია | ||
სიმაღლე | 188 | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ბორუსია დორტმუნდი | ||
ნომერი | 1 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1985–1996 | შპორტფროინდე აისბახტელი | ||
1996–1998 | კაიზერსლაუტერნი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1998–2002 | კაიზერსლაუტერნი II | 74 | (0) |
1999–2002 | კაიზერსლაუტერნი | 6 | (0) |
2002–2005 | ბორუსია დორტმუნდი II | 13 | (0) |
2002– | ბორუსია დორტმუნდი | 300 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
1997 | გერმანია 17 წლ. | 6 | (0) |
1999–2001 | გერმანია 21 წლ. | 3 | (0) |
2005 | გერმანია B | 1 | (0) |
2013–2015 | გერმანია | 5 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
რომან ვაიდენფელერი (გერმ. Roman Weidenfeller; გერმანული წარმოთქმა: [ʁɔˈmaːn ˈvaɪ̯dənˌfɛlɐ]; დ. 6 აგვისტო, 1980) — გერმანელი ფეხბურთელი, გერმანიის ბუნდესლიგის კლუბ „ბორუსია დორტმუნდის“ და გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარე. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში შედგა ინგლისთან ამხანაგურ მატჩში.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ახალგაზრდული კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომან ვაიდენფელერმა ფეხბურთის თამაში დაიწყო კლუბ „შპორტფროინდე აისბახტელში“. მისი პროფესიონალური დებიუტი შედგა 1997 წელს, 1997 წლის მსოფლიოს 17 წლამდელთა ჩემპიონატის შემდეგ.
კაიზერსლაუტერნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1998 წელს ვაიდენფელერი გადავიდა „კაიზერსლაუტერნში“, სადაც ორ სეზონში ითამაშა 40 მატჩში. შემდეგ გადაიყვანეს პირველ გუნდში, სადაც ორ სეზონში ითამაშა 6 მატჩში.
ბორუსია დორტმუნდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვაიდენფელერი 2002 წელს გადავიდა „ბორუსია დორტმუნდში“, როგორც თავისუფალი აგენტი,[2] როგორც იენს ლემანის პოტენციური შემცვლელი, რომელიც 2003 წელს გადავიდა ლონდონის „არსენალში“. „კაიზერსლაუტერნში“ ვაიდენფელერს არ ეძლეოდა თამაშის საშუალება, ის იყო ძირითადად გეორგ კოჩის შემცვლელი.[3] მისი დებიუტი დორტმუნდის კლუბში შედგა 2003 წლის 17 დეკემბერს მისი ყოფილი კლუბის, „კაიზერსლაუტერნის“ წინააღმდეგ 1-0 წაგებულ მატჩში.
2005 წელს ვაიდენფელერმა დაიზიანა მარცხენა ფეხის მენისკი და დასჭირდა ოპერაციის გაკეთება.[4]
2007-2008 წლების სეზონის დასაწყისში ვაიდენფელერს მისცეს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია და დააკისრეს 10 000 ევროს გადახდა შალკე 04-ის თავდამსხმელის, ჯერალდ ასამოას მიმართ რასისტული გამოხდომის გამო.[5] ასამოამ უჩივლა ვაიდენფელერს 2007 წლის 18 აგვისტოს მატჩის შემდეგ, სადაც მოხდა ინციდენტი 51-ე წუთზე.[6] ვაიდენფელერს შესთავაზეს ასამოასთვის ბოდიშის მოხდა, მაგრამ მან უარი თქვა განცხადების გაკეთებაზე.[5]
ვაიდენფელერმა „ბორუსიასთან“ ერთად მოიგო ბუნდესლიგა 2011 წელს. 2012 წელს „ბორუსიამ“ შეასრულა „დუბლი“ — მოიგო ბუნდესლიგა და გერმანიის თასი.
2013 წლის 6 მაისს ვაიდენფელერმა გაახანგრძლივა კლუბთან კონტრაქტი 2016 წლამდე.[7]
2013 წლის 27 ივლისს ვაიდენფელერმა კლუბთან ერთად მოიგო გერმანიის სუპერთასი მიუნხენის „ბაიერნთან“ მატჩში (ანგარიშით 4-2).[8]
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2013 წლის ნოემბერში ვაიდენფელერი გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში იტალიასთან და ინგლისთან გასამართი ამხანაგური მატჩების წინ. მან მონაწილეობა მიიღო ინგლისთან გამართულ მატჩში უემბლის სტადიონზე, 2013 წლის 28 ნოემბერს, რის შედეგადაც ის გახდა გერმანიის ნაკრების ყველა დროის ასაკით ყველაზე დიდი დებიუტანტი.
ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბუნდესლიგა: 2010-2011; 2011–2012
- გერმანიის თასიl: 2011–2012
- გერმანიის სუპერთასი: 2013
კარიერის სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- განახლდა: 2013 წლის 1 სექტემბერს.[9]
კლუბი | ჩემპიონატი | თასი | საერთაშორისო | ჯამში | ||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სეზონი | კლუბი | ჩემპიონატი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი |
გერმანია | ჩემპიონატი | თასი[nb 1] | ევროტურნირები[nb 2] | ჯამში | ||||||
2000–01 | კაიზერსლაუტერნი | ბუნდესლიგა | 3 | 0 | 0 | 0 | 1 | 0 | 4 | 0 |
2001–02 | 3 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 3 | 0 | ||
2002–03 | ბორუსია დორტმუნდი | 11 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 11 | 0 | |
2003–04 | 17 | 0 | 0 | 0 | 4 | 0 | 21 | 0 | ||
2004–05 | 26 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 26 | 0 | ||
2005–06 | 24 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 24 | 0 | ||
2006–07 | 34 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 34 | 0 | ||
2007–08 | 14 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 14 | 0 | ||
2008–09 | 32 | 0 | 3 | 0 | 0 | 0 | 35 | 0 | ||
2009–10 | 30 | 0 | 3 | 0 | 0 | 0 | 33 | 0 | ||
2010–11 | 33 | 0 | 2 | 0 | 8 | 0 | 43 | 0 | ||
2011–12 | 32 | 0 | 4 | 0 | 6 | 0 | 42 | 0 | ||
2012–13 | 31 | 0 | 5 | 0 | 13 | 0 | 49 | 0 | ||
2013–14 | 16 | 0 | 0 | 0 | 5 | 0 | 21 | 0 | ||
ჯამში | გერმანია | 306 | 0 | 17 | 0 | 37 | 0 | 360 | 0 | |
ჯამში კარიერაში | 306 | 0 | 17 | 0 | 37 | 0 | 360 | 0 |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- Roman Weidenfeller — სტატისტიკა საიტზე Soccerbase.com (ინგლისური)
- რომან ვაიდენფელერის საფეხბურთო პროფილი Yahoo! Sports-იდან
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ R. Weidenfeller. Soccerway. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 7 December 2013.
- ↑ Roman Weidenfeller. Sky Sports. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 20 August 2008.
- ↑ BVB win Weidenfeller chase. Sky Sports. ციტირების თარიღი: 20 August 2008.
- ↑ Keeper blow for BvB. Sky Sports. ციტირების თარიღი: 20 August 2008.
- ↑ 5.0 5.1 Dortmund keeper handed ban. Sky Sports (23 August 2007). ციტირების თარიღი: 20 August 2008.
- ↑ Weidenfeller faces DFB rap. Sky Sports (20 August 2007). ციტირების თარიღი: 20 August 2008.
- ↑ „Dortmund's Weidenfeller signs contract extension“. UEFA.com. 6 May 2013. ციტირების თარიღი: 17 June 2013.
- ↑ Dortmund prevail over Bayern in Supercup thriller.
- ↑ Roman Weidenfeller. Soccerway. Global Sports Media. ციტირების თარიღი: 28 September 2011.
|