ნორვეგიული ვიკიპედია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიპედიის ნიშანი ნორვეგიული ვიკიპედია
Norsk Wikipedia
განყოფილების ლოგო
მისამართი: nn.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: ნორვეგიული (ნიუნორსკი)
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
მუშაობის დაწყება: 2001 წლის ნოემბერი
სტატიების რაოდენობა: 169 412
გვერდების რაოდენობა: 386 370
რედაქტირებების რაოდენობა: 3 537 623
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 135 566
აქტიური მომხმარებელი: 146
ადმინისტრატორი: 16
სიღრმე: 15

ნორვეგიული ვიკიპედიანორვეგიული სალიტერატურო ენის ორივე სტანდარტზე — ბუკმოლსა და ნიუნორსკზე — არსებული ვიკიპედიის განყოფილება. თავდაპირველად, 2001 წლის 26 ნოემბერს, ნორვეგიულმა ვიკიპედიამ არსებობა ბუკმოლზე დაიწყო, ხოლო 2004 წლის 21 ივლისს ნიუნორსკზეც გაჩნდა სტატიები. 2005 წელს ჩატარებული კენჭისყრის მიხედვით, ვიკიპედიის ძირითად განყოფილებად Bokmål/Riksmål იქნა არჩეული.

ჩრდილოგერმანიკული ენების ერთმანეთთან მსგავსების გამო სკანდინავიური საიტები ხშირად თანამშრომლობენ ერთმანეთთან, გამონაკლისი არც ვიკიპედიაა; ამდენად სკანდინავიური ვიკიპედიები საიტ ვიკიმედიის Skanwiki მეტავიკის განყოფილებიდან ახდენენ ინფორმაციის ურთიერთგაცვლას.

ნორვეგიული ვიკიპედიის სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: 2011 წლის 29 დეკემბრის მონაცემებით ბუკმოლზე 322 312 სტატიაა, ხოლო ნიუნორსკზე — 75 757.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


ვიკიპედია
ვიკიპედია

ვიკიპედია შეიცავს განყოფილებას
ნორვეგიულ ენაზე
Norsk Wikipedia