შინაარსზე გადასვლა

კოლოსი (პერსონაჟი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოლოსი

ჯონ კესიდის ნამუშევარი.
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა გიგანტური ზომის იქს–ადამიანები #1 (1975 წლის მაისი)
ავტორ(ებ)ი ლენ უინი, დეივ კოკრუმი
დახასიათება
ალტერ ეგო პიტერ ’პიოტრ’ ნიკოლაევიჩ რასპუტინი
სახეობა ადამიანი-მუტანტი
მოკავშირეები იქს-ადამიანები
მცველები
ექსკალიბური
მსახურები
შესაძლებლობა სხეულის ’ორგანულ ფოლადად’ გარდაქმნის უნარი; ფიზიკური ძალის, სასიცოცხლო ენერგიისა და სიმტკიცის ზეადამიანურ დონემდე გაზრდა

კოლოსი (პიოტრ ნიკოლაევიჩ რასპუტინი) — გამოგონილი პერსონაჟი, სუპერგმირი Marvel Comics-ის მსოფლიოში. შექმნილია მწერალი ლენ უინისა და ილუსტრატორი დეივ კოკრუმის მიერ. პირველად გამოჩნდა გიგანტური ზომის იქს-ადამიანების პირველ ნომერში (1975 წლის მაისი). რუსი მუტანტი კოლოსი თანაგუნდელ იქს-ადამიანებს შორის ფიზიკურად უძლიერესია, შთამბეჭდავი ზომებით (სიმაღლე 7'5"). იგი მშვიდი, მორცხვი, პატიოსანი და მიამიტი პერსონაჟია. დებიუტიდან მოყოლებული, კოლოსი მრავალჯერ გამოჩნდა იქს-ადამიანების მონათესავე კომიქსებში. დახელოვნებული მხატვარი მხოლოდ საჭიროების ჟამს, უხალისოდ იყენებს ძალებს, მიაჩნია რა, რომ ადამიანებისა და მუტანტების კეთილდღეობისათვის მათი გამოყენება მისი მოვალეობაა. კოლოსმა დაკარგა ყველა, ვინც კი ოდესმე უყვარდა: მშობლები, და, ძმა, დიდი ხნის შეყვარებული - კატა-აჩრდილი.

დენიელ კუდმორმა განასახიერა რუსი სუპერგმირი ფილმებში იქს-ადამიანები 2 და იქს-ადამიანები, უკანასკნელი ბრძოლა. ჟურნალმა Wizard-მა კომიქსების ყველა დროის 200 საუკეთესო პერსონაჟს შორის კოლოსს 184-ე ადგილი დაუთმო .

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]